კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოჯახის წევრების განცხადებით, იური ვაზაგაშვილი მოკლეს

22 იანვარი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

2006 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. იური ვაზაგაშვილის ცხედარი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავზე ნახეს.  ვაზაგაშვილი ყარაფილაში ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფეობდა და შვილის საფლავზე მივიდა.   

გიორგი გიგულაშვილი ოჯახის ახლობელი: „გვერდზე მიცვალებულს ვასაფლავებდით,  შორიდან მოგვესმა აფეტქების ხმა და ფაქტი სახეზეა, ადამიანი მკვდარია“.

იზო ვაზაგაშვილი ოჯახის ახლობელი: „გუშინწინ იყო ამოსული პანაშვიდზე მეუღლესთან ერთად, საერთოდ ეგეთი ჩვევა ჰქონდა, რომ როცა ამოდიოდა საფლავზე, ვინმეს გასვენება იყო თუ შაბათ- კვირა, სულ საფლავზე ათენებდა“.

არსებობს ორი წინასწარი ვერსია. ერთ-ერთის მიხედვით, სასაფლაოს ტერიტორია დანაღმული იყო, მეორე ვერსიით კი, ვაზაგაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ იურის ვაზაგაშვილის და მანანა ვაზაგაშვილი- ,,დაიძრა ზურას საქმე, ზურას მკვლელები არიან ჩემი ძმის მკვლელებიც “.

,,ვინც დაინტერესებულია ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გაუხსნელობით, შესაძლოა, მათი მხრიდან არის იური ვაზაგაშვილის ლიკვიდაცია განხორციელებული“- ეს განცხადება ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ყარაფილაში ტრაგედიის ადგილზე გააკეთა.

გაგი მოსიაშვილი, ადვოკატი: „კაცი გარდაცვლილია. ააფეთქეს საკუთარ შვილის საფლავზე,  ამაზე მეტი არაფერი  ვიცით. ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე მიმდინარეობდა და  მიმდინარეობს კიდევაც გამოძიება  და ალბათ, ახლა გამოძიებას მოუწევს ორი მიმართულებით მუშაობა“.

ყარაფილაში გარდაცვალების ადგილზე უფლებადამცველები ჩავიდნენ, რომლებიც ხელისუფლებისაგან დანაშაულის გამოძიებას მოითხოვენ.

ნანა კაკაბაძე, უფლებადამცველი: ,,მოკლულია იური ვაზაგაშვილი, ახალა გამოსაძიებელია, კონკრეტულად ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული. გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს მან თავი აიფეთქა თავისი შვილის საფლავზე, რაც არის არასწორი“.

ია მეტრეველი, ბუტა რობაქიზის დედა:,, ახალი ხელისუფლების პირობებში ნაციონალების ნარჩენებმა მოახერხეს, რომ ბატონი იურა მოეკლათ,  იმის გამო რომ   შეუპოვრად იბრძოდა, თავისი შვლის საფლავზე  ააფეთქეს. მოვითხოვ, ხელისუფლებისგან რომ სასწრაფოდ იქნას მიღებული ზომები და ყველა სტრუქტურა გაწმენდილი იყოს ნაციონალებისგან“.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალიტები. მომხდარ ფატთან დაკავშირებით, ამ დროისთვის, ძალოვან უწყებებს დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.  მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ახალი ამბები