კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრემიების გაცემის ახალი სისტემა ქუთაისის მერიაში

30 იანვარი, 2015
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის მერიის თანამშრომლები პრემიებს და სახელფასო დანამატებს ახალი სისტემის მიხედვით მიიღებენ. ამის შესახებ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, მომავალში, ქუთაისის მერიის სამსახურები სახელფასო დანამატებისა და პრემიების გაცემისას შიდა ბიუჯეტით ისარგებლებენ. შიდა ბიუჯეტი კი, ყველა მათგანს ცალ-ცალკე ექნება. 

„ეს არის ახალი სისტემა, რომლის მიხედვით თანამშრომლებზე პრემიები დამსახურების მიხედვით გაიცემა. წლის ბოლოს მერიის სამსახურის ხელმძღვანელები წარმოადგენენ ანგარიშს, თუ რომელ თანამშრომელს რა დამსახურებით ერგო სახელფასო დანამატი. ვფიქრობ, ეს იქნება სტიმული, მოტივაცია საჯარო მოხელეებისთვის, დაკისრებული მოვალეობა მაქსიმალური პასუხისმგებლობით შეასრულონ“, - აცხადებს ქუთაისის მერი შოთა მურღულია.

როგორც ირკვევა, სახელფასო დანამატის გაცემა ქუთაისის მერიაში სამუშაოს კვარტალური შესრულების მიხედვით მოხდება. რაც შეეხება პრემიისა თუ სახელფასო დანამატის სამსახურის ხელმძღვანელებზე გაცემას, მურღულიას განმარტებით, ამას ის თავად უზრუნველყოფს.

ახალი ამბები