კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი Human Rights Watch-ის 2015 წლის ანგარიშში

30 იანვარი, 2015
 
Human Rights Watch-ის  2015 წლის ანგარიში რიგით 25-ე ანგარიშია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, 90-ზე მეტ ქვეყანაში, ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დარღვევებს ასახავს. წლის განმავლობაში Human Rights Watch ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებდა ქვეყნებში ადამიანის უფლებების დარღვევის მონიტორინგს; თანამშრომლობდა ადგილობრივ მთავრობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

Human Rights Watch-ის  2015 წლის მსოფლიო ანგარიშში ერთ-ერთი თავი საქართველოს ეხება. 

სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებათა გამო დაუსჯელობა კვლავაც პრობლემად რჩება, რადგან ასეთი სახის დანაშაულების გამოსაძიებლად საქართველოს დამოუკიდებელი ქმედითი მექანიზმი არ გააჩნია. ამის შესახებ ნათქვამია Human Rights Watch-ის 2015 წლის ანგარიშში.

საქართველოში წამების, არასათანადო მოპყრობისა და ციხის პირობების შესახებ ქვეთავში Human Rights Watch სხვა ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებთან ერთად ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ  2014 წლის აგვისტოში გავრცელებულ ინფორმაციას. 

თბილისის ერთ-ერთი უბნის პოლიციის შენობაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მოქალაქე გიორგი ცომაიას, რომელმაც არაფხიზელ მდგომარეობაში ღამით მიაკითხა პოლიციის უბანს და მოითხოვა, მისთვის 2013 წელს სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულების სახით ჩამორთმეული მობილური ტელეფონის დაბრუნება. ცომაიამ განაცხადა, რომ დაახლოებით თერთმეტმა პოლიციელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, რის შედეგადაც სახეზე და თავზე დაზიანებები აღენიშნებოდა. ამის შემდეგ იგი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს და სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ ანგარიშის მომზადების დროს ჯერ კიდევ მიმდინარეობდა ცომაიას სარჩელის შესწავლა.

გიორგი ცომაიას ინტერესებს კერძო ადვოკატთან ერთად ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი იცავს. თამარ ავალიანი გამოძიების დაწყებასა და დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვს.

გიორგი ცომაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 აგვისტოს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. გიორგი ცომაიას საქმე ჯერ კიდევ სასამართლო წარმოებაშია.

ანგარიშში ნათქვამია რომ 2014 წელს, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 10 თვის განმავლობაში სულ მცირე 50 საჩივარი მიიღო, მათგან 31 პოლიციის, ხოლო 19 ციხის პერსონალის მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ეხებოდა. მათი განცხადებით, ხელისუფლება ვერ ახერხებს აღნიშნული საჩივრების ეფექტიანად გამოძიებას.

Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად, მაისში გამოცემულ სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში საუბარია პენიტენციურ სისტემაში პოზიტიური ცვლილებების შესახებ. კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, მაგრამ, სახალხო დამცველის ანგარიში ასევე შეეხო პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის რამდენიმე ფაქტს, რასაც ეფექტიანი გამოძიება არ მოჰყოლია. ომბუდსმენის ანგარიშში რამდენიმე პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული შემაშფოთებელი გარემოებების შესახებაცაა საუბარი.

როგორც Human Rights Watch-ის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ხარვეზიანი სისტემის რეფორმა განახორციელა, 90-დან 15 დღემდე შეამცირა ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა. 

იხილეთ საერთაშორისო უფლებადამცველის ანგარიში ბმულზე: http://www.hrw.org/sites/default/files/wr2015_web.pdf

ახალი ამბები