კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გამგებლის მხრიდან მუქარაზე საუბრობს

6 თებერვალი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი ხათუნა ხათაშვილი გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ონიაშვილის  მხრიდან მუქარაზე საუბრობს. ხათუნა ხათაშვილის განცხადებით, ონიაშვილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პროკურატურით დაემუქრა. 

დეპუტატსა და გამგებელს შორის დაპირისპირება ტელეკოპანია ,,თრიალეთის“ პირდაპირ ეთერში დაიწყო. დაპირისპირება ხათუნა ხათაშვილის განცხადებას მოჰყვა. ხათაშვილის თქმით, გამგეობამ დაუსრულებელი ობიექტი შესრულებულ სამუშაოების ნუსხაში შეიყვანა. ამის მაგალითად კი, სოფელ კარალეთის საჭიდაო მოედანი დაასახელა, რომლის შემოსაღობად 2014 წელს, სოფლის დახმარების პროგრამით, 5 000 ლარი იყო გამოყოფილი.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დეპუტატის მიმართ ზეწოლას უარყოფს და ხათაშვილის ბრალდებას პასუხობს. მისი თქმით, 5 000 ლარი საჭიდაო მოედნის შემოსაღობი მასალის საყიდლად იყო გამოყოფილი, სამუშაოები კი გაზაფხულიდან დაიწყება. 

,,ჯერ დოკუმენტს გაეცნოს და შემდეგ გააკეთოს განცხადება. ხათუნა ხათაშვილმა გამგეობას ცილი დასწამა, რომ 5 000 ლარი დაიხარჯა და არაფერი გაკეთებულა. ჟურნალისტებთან ერთად დავათვალიერე ობიექტი სოფელ კარალეთში და  აღმოჩნდა, რომ აღნიშნული თანხით საჭიდაო მოედნის შესაღობი სამშენებლო მასალები იყო შეძენილი. გამგეობის ვალდებულება 100% - ით არის შესრულებული “, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა. 

გამგებელსა და დეპუტატს შორის მომხდარ დაპირისპირებას პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი თამაზ შიოშვილი გამოეხმაურა. შიოშვილი ,,ქართული ოცნების“  პოლიტიკურ მდივანს   მიმართავს და მოუწოდებს, იმისათვის, რომ გამგებელსა და დეპუტატს შორის არსებული დაპირისპირება პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაში არ გადაიზარდოს, რეაგირება დროულად მოახდინონ.  

ახალი ამბები