21:20, Saturday, 30.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ბრალდება მტკიცებულებების გარეშე

12.02.2015

 
ქეთევან ღვედაშვილი, ლიბერალი 

აზერბაიჯანელი უფლებადამცველის, რასულ ჯაფაროვის საქმეზე სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო. ბაქოში, მძიმე დანაშაულთა სასამართლოში 10 თებერვალს გამართულ პროცესზე თავად ბრალდებული და 3 დაზარალებული დაიკითხა. თუმცა პროცესის შემდეგ ბევრი ბუნდოვანი და პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა. აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებსა და დაზარალებულთა ჩვენებებს შორის კავშირი არ გამოკვეთილა. მნიშვნელოვანია ის თავისებურებებიც, რაც აზერბაიჯანულ სასამართლო პროცესებს ახასიათებს.

რასულის ჯაფაროვის დაკითხვა არაორგანიზებულად მიმდინარეობდა. მხარეები და მოსამართლე კითხვებს არა თანმიმდევრულად, არამედ სურვილის მიხედვით სვამდნენ. პროკურორის და მოსამართლის კითხვები, ძირითადად, გრანტების აღების პროცედურებს შეეხება - ვისგან და როგორ იღებდა გრანტებს, რაში ხარჯავდა მათ და ა.შ. 

ჯაფაროვის განმარტებით, NED-ის გრანტი როგორც ფიზიკურმა პირმა, ისე აიღო. იუსტიციის სამინისტრომ კი, შესაბამისი კანონმდებლობის არქონის გამო, მის დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. შესაბამისად, ფიზიკური პირისთვის გრანტით სარგებლობა არც ნებადართულია და არც აკრძალული. 

რაც შეეხება საქმეში მყოფ ხუთ დაზარალეულს, რომელთაგან ოთხი სტატუსის შეცვლას ითხოვს, რასულის თქმით, ის პირადად მხოლოდ სამ მათგანს იცნობდა. 

რასულის შემდეგ დაზარალებულების დაკითხვა დაიწყო. ანარ ჯაბიევის დაკითხვა მოსამართლის ორი თანაშემწის ძილის ფონზე გაგრძელდა. მან დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ამ საქმეში არა დაზარალებული, არამედ მოწმეა. ჯაბიევი გამოძიების პროცესში სამჯერ დაიკითხა - ორჯერ როგორც დაზარალებული და ერთხელ, როგორც მოწმე.

მისი ინფორმაციით, მან სარეკლამო რგოლისთვის სიმღერა დაწერა, რის სანაცვლოდაც რასულმა შესაბამისი თანხა გადაუხადა. თუმცა გადახდის დამადასტურებელი ქვითარი არ აქვს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ანარ ჯაბიევმა ვერ გაიხსენა, რა თანხა მიიღო რასულისგან. დაკითხვის პროცესში რასულის ბრალეულობის დამადასტურებელი არცერთი გარემოება არ გამოკვეთილა. ბუნდოვანი რჩება ისიც, თუ რატომაა ამ საქმეში ანარ ჯაბიევი დაზარალებული.

პროკურორის თქმით, ანარის გამოძიების დროს მიცემული და ამჟამინდელი ჩვენებები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, რის გამოც მოსამართლე დაინტერესდა, ხომ არ იყოს პროკურატურაში მასზე ზეწოლა. ანარ ჯაბიევმა ასეთი ფაქტი უარყო. 

თუმცა დაზარალებულის სტატუსის მქონე კიდევ ერთი პირი აჰმად ჰეიბატოვი ამბობს, რომ პროკურატურაში დაკითხვისას ანარ ჯაბიევს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა - მას აიძულებდნენ, თავი დაზარალებულად ეღიარებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პასუხისმგებლობის დაკისრებით ემუქრებოდნენ. 

ჰეიბატოვი თავს დაზარალებულად არ სცნობს და ამბობს, რომ ერთ-ერთ პროექტთან დაკავშირებით ვიდეორგოლი მოაზადა, რის სანაცვლოდაც 800 მანეთი მიიღო. შეთანხმების პროცესში მან ორ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, სანაცვლოდ კი ერთი ჩეკი მიიღო. თუმცა აცხადებს, რომ რასულისგან თანხა სრულად მიიღო.

წინა შემთხვევების მსგავსად, რასულის ბრალეულობის ნიშნები არც ამ შემთხვევაში გამოკვეთილა. 

ერთადერთი დაზარალებული, რომელთან მიმართებაშიც დარღვევები ჩანს, ჟურნალისტი სეიმურ ვერდიზადეა. მისი თქმით, ის პროექტის ფარგლებში შექმნილი ერთ-ერთი ფილმის მოდერატორი იყო. ამბობს, რომ რასულს პირადად არ იცნობს და მასთან მოლაპარაკებებს ვინმე აზადი აწარმოებდა. თუმცა ხელშეკრულებაზე, რომელიც აზადმა გაუფორმა, რასულის ხელმოწერა იყო. მისი თქმით, ხელშეკრულებაში შეთანხმებული 200 მანათიდან 150 მიიღო, მაგრამ დარჩენილ 50 მანეთზე პრეტენზია არ აქვს და ამის გამო თავს დაზრალებულად არ მიიჩნევს.

ამბობს, რომ თავისი სტატუსის შესახებ მაშინ შეიტყო, როცა აგვისტოში დაკითხვაზე მისულს დაკითხვის ოქმზე წარწერა “დაზარალებული” დახვდა. 

რასულ ჯაფაროვის შემდეგი პრცესი 24 თებერვალს, 10:40 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის აზერბაიჯანელი უფლებადამცველის, რასულ ჯაფაროვის წინააღმდეგ საქმე გენერალურმა პროკურატურამ 2014 წლის მაისში აღძრა. ამავე წლის 7 ივლისს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს, 25 ივლისის ქვეყნის დატოვება აუკრძალეს. რასული მოწმის სტატუსით  პროკურატურაში რამდენჯერმე დაიბარეს. მაგრამ 2 აგვისტოს დაკითხვაზე მისულს სტატუსი შეუცვალეს, დააკავეს და სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

მას ბრალად არაკანონიერი მეწარმეობა (აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლი), გადასახადებისთვის თავის არიდება (213-ე მუხლი), თანამდებობის ბოროტად გამოყენება,(308-ე), სხვისი ქონების მისაკუთრება (179.3.2-ე მუხლი) და საბუთების გაყალბება (313-ე მუხლი) ედება. ბრალდების მხარის მტკიცებით, გადასახადების დამალვით მან ბიუჯეტს 6 162 მანათის ღირებულების ზიანი მიაყენა. 

რასულ ჯაფაროვმა „ადამიანის უფლებათა კლუბი“ 2010 წლის 10 დეკემბერს დააფუძნა. ის ასევე ხელმძღვანელობდა კამპანიებს „იმღერე დემოკრატიისთვის” და „ხელოვნება დემოკრატიისთვის“.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რასულ ჯაფაროვს 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება. საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“-მა ის „სინდისის პატიმრად“ აღიარა. 

ორიგინალი: http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/123331/    
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC