კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მსჯავრდებულის დედა შვილის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მოთავსებას ითხოვს

12 თებერვალი, 2015
 
ნინო წოწორია
 
მსჯავრდებულ ლაშა ლაბაძის დედა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, გოგი გახარიას შვილის რუსთავში მდებარე დაწესებულებაში გადაყვანის თხოვნით მიმართავს. ბრალდებული 2011 წლიდან ყაჩაღობის მუხლით სასჯელს მე-15 დაწესებულებაში იხდიდა, თებერვლიდან კი, ოჯახისთვის უცნობი  მიზეზით, ბათუმის #3 დაწესებულებაში გადაიყვანეს. მსჯავრდებულის დედა მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო შორ მანძილზე შვილის ნახვას ვერ ახერხებს და შვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით მის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მოთავსებას ითხოვს. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, თამარ ლუკავას განცხადებით, მსჯავრდებულის დედის მოთხოვნა კანონიერია.

„პატიმრობის კოდექსში პირდაპირ არის მითითებული, რომ მსჯავრდებული სასჯელს უნდა იხდიდეს მისი ნათესავის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. რაც მთავარია, კანონით  გადაყვანის მიზეზი შეიძლება იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულების გადატვირთულობა, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ან მისივე უსაფრთხოების მდგომარეობა. ამ შემთხვევაში კი, არცერთი მიზეზით არ იყო გამოწვეული გადაყვანის აუცილებლობა“, - განაცხადა თამარ ლუკავამ.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კანცელარიის წარმომადგენლის განმარტებით, განცხადებაზე პასუხისმგებელი  უსაფრთხოების დეპარტამენტია და მოქალაქეს პასუხს კანონის შესაბამის ვადებში დაუბრუნებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ორგანიზაციის სახელით შუამდგომლობით მიმართავს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და კანონის შესაბამისად მსჯავრდებულის მე-15 დაწესებულებაში დაბრუნებას, ან რუსთავში გადაყვანას მოითხოვს.

ახალი ამბები