კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლევან კორტავას ახლობლებმა პარლამენტის წინ აქცია გამართეს

23 თებერვალი, 2015
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

18 თებერვალს, ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ გეგუთის მე-14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის ლევან კორტავას ნათესავები და ადვოკატები შეიკრიბნენ. ისინი სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

„ამ ამბიდან, თითქმის, ორი წელი გავიდა და სიმართლე ჯერ კიდევ დაუდგენელია. დღეისათვის საქმეში ექსპერტიზის ორი დასკვნა დევს. ერთ-ერთი დასკვნის მიხედვით, პატიმრის გარდაცვალების მიზეზად ციხეში ცემის შედეგად მიღებული დაზიანებები სახელდება. ხოლო მეორე, ალტერნატიულ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მისი გარდაცვალება ექიმების დაუდევრობითა და არასათანადო მკურნალობითაა გამოწვეული. ნუთუ, არ უნდა გაირკვეს, რომელია მართალი, ნუთუ, დამნაშავე პირები არ უნდა დაისაჯონ?! ჩვენ განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ. უბრალოდ, გვსურს, ხელისუფლებამ, ამ შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა მეტი გულისხმიერება გამოიჩინონ", - აცხადებენ ლევან კორტავას ნათესავები.

ისინი პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, კერძოდ, დიმიტრი ხუნდაძეს თხოვენ შეისწავლოს აღნიშნული საქმე. გაეცნოს ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგებს.

24 წლის ლევან კორტავა 2013 წლის 12 მაისს რუსთავის მე-6 დაწესებულებიდან გეგუთის მე-14 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ ციხის თანამშრომლებმა სასტიკად ცემეს. 23 მაისს მასზე განხორციელებული სხეულის მძიმე დაზიანებების შედეგად (ქალა-ტვინის დახურული ტრავმით განპირობებული  ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება), პატიმარი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. 2013 წლის აგვისტოში დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ 24 წლის ლევან კორტავას მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულების თანამშრომლებს, ასევე, იმავე ციხის ყოფილ პატიმრებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით წაეყენა. 

მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია, სამსახურებრივი გულგრილობა, სხეულის განზრახ მძმე დაზიანებაში დახმარება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია - ეს ის ბრალდებებია, რომლის მიხედვით სამართალდამცველებმა გეგუთის მე-14 დაწესებულების თანამშრომლები პასუხისგებაში მისცეს.  
მიუხედავად საქმის გახსნილად გამოცხადებისა, კორტავას ოჯახის წევრები დღემდე მიიჩნევენ, რომ მთავარი დამნაშავე ჯერ დაკავებული არ არის. ასევე, დაუსჯელი რჩებიან ექიმები, რომელთა დაუდევრობითაც პატიმარი გარდაიცვალა. 

ოჯახის მოთხოვნით ალტერნატიული ექსპერტიზა ჩატარდა. ექსპერტ მაია ნიკოლაიშვილის განმარტებით: „სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცემის შედეგად მიყენებული ტრავმები, კეროდ, ქალა-ტვინის ტრავმა ლევან კორტავას გარდაცვალების მიზეზი არ შეიძლება გამხდარიყო“.

ნიკოლაიშვილისა და კორტავას ოჯახის წევრთა აზრით, სამედიცინო ექსპერტები (რომელთა დასკვნის მიხედვით, პატიმრის გარდაცვალების მიზეზად ცემის შედეგად მიღებული დაზიანებები სახელდება) დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმებს და მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს  ხელს აფარებენ.  სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ისინი საქმის მასალების, კერძოდ კი, ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგების გაცნობას პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისგან მოითხოვენ.

ახალი ამბები