კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იმერეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს

23 თებერვალი, 2015
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

იმერეთის გუბერნატორის თანამდებობა ყოფილმა გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა დატოვა. მის მოვალეობას ვაკე-საბურთალოს ყოფილი გამგებელი, გივი ჭიჭინაძე შეასრულებს.  ჭიჭინაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

„ვარ მომართული და განწყობილი საიმისოდ, რომ ჩემი ქვეყანის, კერძოდ კი, იმერეთის სამსახურში ვიყო. ეს რეგიონი საკმაოდ დიდია. შესაბამისად, საქმეც ბევრია და მზად ვარ, შევუდგე“, - განაცხადა იმერეთის ახალმა გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ.
 
რაც შეეხება უკვე ყოფილ გუბერნატორს ზაზა მეფარიშვილს, რომლის თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ ბოლო თვეების განმავლობაში ინფორმაცია არაერთხელ  გავრცელდა, სამსახური 22 თებერვალს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. იგი აღნიშნულ პოზიციას 2013 წლის დეკემბრიდან იკავებდა. მანამდე კი, შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური სამსახურის უფროსი იყო.

„ბოლო 6 თვის განმავლობაში არაერთხელ ვივმართე პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან წასვლის შესახებ. ვაპირებ, დავუბრუნდე პროფესიოულ საქმიანობას. ახალ გუბერნატორს და ზოგადად რეგიონს კი, წარმატებებს ვუსურვებ“, - აცხადებს მეფარიშვილი. 

იმერეთის ახალი გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე მოვალეობის შესრულებას 24 თებერვლიდან შეუდგება. 

ახალი ამბები