კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოვაჭრეებისა და ინვესტორის ულტიმატუმი გორის მერიას

24 თებერვალი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორში ქალაქის ცენტრიდან ბაზრის გარეუბანში გადატანამ მოვაჭრეების პროტესტი გამოიწვია. რამდენიმე გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ მოვაჭრეების ნაწილმა ბაზრის ტერიტორიის სკვერი დაიკავა და იქ კუსტარულად მოწყობილ დახლებზე ეწევიან კომერციულ საქმიანობას. მოვაჭრეები ბაზრის მფლობელს, ებრაელ ინვესტროს უპირისპირდებიან.

ქალაქ გორში ოთხი მსხვილი სავაჭრო ობიექტია, სამ სავაჭრო ცენტრში დასაქმებულები ქალაქის მერიას ულტიმატუმს უყენებენ, ან გარე ვაჭრობა აკრძალონ, ან წინააღმდეგ შემთხვევაში ისინიც დაუბრუნდებიან ძველ ბაზარს,  რომლის ტერიტორიის ნაწილი ამ დროისთვის დემონტაჟის პროცესშია. 
 
გორის მერიისგან გარევაჭრობის აკრძალვას და მათი კუთვნილი ტერიტორიიდან სავაჭრო დახლების დემონტაჟს კი  ,,ისრაელი-საქართველოს პროექტების მენეჯმენტი“ მოითხოვს, აღნიშნული კოპანიის მფლობელობაში ძველი ბაზრის ტერიტორიაა.   კომპანიის იურისტი   ადგილობრივი ხელისუფლებისგან ხელშეკრულებით  ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს.

,,მივმართეთ მერიას, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს,  მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო.  ბაზრის მეპატრონეს, ებრაელ ინვესტორს გადაწყვეტილი აქვს, რომ BBC- სა და  CCN-ს  მისცეს ინტერვიუ  იმის შესახებ, რომ საქართველოში ინვესტიციის ჩადება სახიფათოა. ამ ეტაპისთვის ვთხოვთ, რომ თავი შეიკავოს და სხვა გზებით ვიმოქმედოთ. ფაქტია, რომ ინვესტორთან გაფორმებული  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია როგორც წინა, ისე ახალმა ხელისუფლებამ. ნაციონალური მოძრობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ინვესტორს იძულებით აყიდინეს მიწა,  გააკეთებინეს ბაზარი, პირობა იყო ის, რომ მოვაჭრეები ავიდოდნენ და ახალი ბაზარი დაიტვირთებოდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კიდევ გაფორმდა ახალი ხელშეკრულება იგივე პირობით, თუმცა  მერია არ თუ ასრულებს, არამედ ხელს უშლის და არაფერს აკეთებს იმისთვის,  რომ უკანონო ვაჭრობა აიკრძალოს. ახალი ბაზრის მშენებლობა  რამდენიმე მილიონი დაჯდა. სავაჭრო ობიექტი ყველა პირობას აკამაყოფილებს, თუმცა  დახლები ცარიელია “, - განაცხადა „ისრაელი- საქართველოს პროექტების მენეჯმენტის“  იურისტმა, გოგი გურასპაშვილმა.

ქალაქის მერს რამდენიმე სავაჭრო ობიექტის მოვაჭრეებიც შეხვდნენ, ისინიც ადგილობრივი  ხელისუფლებისგან გარევაჭრობის აკრძალვას მოითხოვდნენ, ამის მიზეზად კი მყიდველის ნაკლებობა დაასახელეს. 

ქალაქის მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის განცხადებით, ძველი ბაზრის ტერიტორია კერძო საკუთრებაშია და იქ ვაჭრობის რეგულაციას მერია ვერ მოაწესრიგებს: „გარე ვაჭრობა აკრძალულია, ამიტომ ურჩი მოვაჭრეები არსებული კანონმდებლობის მიხედვით დაჯარიმდებიან“.

ებრაელი ინვესტორი გურამიშვილის სკვერში თვითნებურად შესულ მოვაჭრეებს ჰპირდება, რომ რამდენიმე თვეში, დახლების ღირებულების თანხის გადახდის გარეშე მისცემს ვაჭრობის უფლებას. თუმცა, მოვაჭრეები ბაზრის ძველ ტერიტორიაზე კომერციული საქმიანობის გაგრძელებას ითხოვენ,  რასაც  ინვესტორი კატეგორიულად გამორიცხავს.

ახალი ამბები