კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კარალეთის დევნილთა ჩასახლებას ტერიტორიული ორგანოს სტატუსი მიენიჭება

26 თებერვალი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში  480 კოტეჯი და 1700 მაცხოვრებელია. მას შემდეგ, რაც დევნილებს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ, კოტეჯების ნუმერაცია შეიცვალა, თუმცა სუბსიდიების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ისევ ძველი ნომრებია მითითებული. დევნილები მოსალოდნელი გაუგებრობებისა და ტექნიკური უზუსტობების თავიდან ასაცილებლად, ქუჩებისთვის სახელწოდებებისა და ნუმერაციის მინიჭებას ითხოვენ, რადგან დევნილთა ჩასახლებაში სოციალური აგენეტი ოჯახის განაცხადის შესამოწმებლად კოტეჯის ნუმერაციის მიხედვით შექმნილი ბაზით ხელმძღვანელობს.

საქმე ისაა, რომ, 2014 წლის თვითმმართველობის რეფორმის შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ორად გაიყო და ქალაქის მერია შეიქმნა. ორ თვითმმართველ ერთეულს შორის, ტერიტორიების დაზუსტებისას, კომისიამ კარალეთის დევნილთა ჩასახლება ქალაქის მერიას მიაკუთვნა. მერიაში განმარტავენ, რომ დევნილთა ჩასახლებას  ტერიტორიული ორგანოს სტატუსი მიენიჭება და  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის ტერიტორიიდან ქალაქის შემადგენლობაში გადმოვა. შესაბამისად, გორის მერის ერთ-ერთი წარმომადგენელი სწორედ  წმინდაწყლის დევნილთა ჩასახლებაში დაინიშნება.

480 კოტეჯს ექვსი წლის წინ კედლებზე დაწერილი ნომრები აღარ ეტყობა, ნუმერაციის კვალი  ჩასახლებაში წლების განმავლობაში გაფერმკრთალდა, კოტეჯების ნაწილზე კი მიშენებებმა წაშალა. კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში დაზუსტებით არ იციან ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ. ისინი ამბობენ,  რომ მათთვის აზრი არავის უკითხავს და ამ სიახლის შესახებ არც ინფორმაცია მიუწოდებიათ. 

,,კოტეჯების ნუმერაცია  შეცვლილია. დარეგისტრირების შემდეგ, ახალი ნომრები მოგვანიჭეს, სოციალური სამსახურის ბაზაში კი ისევ ძველი ნომრებია მითითებული, რაც გაუგებრობას ქმნის“, - აღნიშნა კეხვიდან დევნილმა   ნანა ჯალაბაძემ. 

,,სასწრაფო სამედიცინო დახმარებას რომ გამოვიძახებთ, ადგილზე მოსასვლელად ნახევარი საათი სჭირდებათ, რადგან  დასახლებაში ქუჩებს სახელწოდებები არ აქვთ. თურმე,  ქალაქს მივეკუთვნებით უკვე და აუცილებელია, ქუჩები დაინომროს“, - აცხადებს დევნილი გივი გოჩაშვილი.
დევნილები ქალაქის მერიისგან აღნიშნული პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვენ.

ახალი ამბები