კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა საქმეებს სწავლობს პროკურატურა გორის მერიასა და გამგეობაში

2 მარტი, 2015
  ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტიდან ბოლო 4  წლის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები და ფინანსური დოკუმენტაცია გაიტანა. პროკურატურის ინტერესი   ,,ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ ხელისუფლებაში ყოფნის წელიწადნახევრიან  და ქართული ოცნების  მმართველობის ორ წელიწადნახევრიან პერიოდს მოიცავს.  

გორის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის, თემურ მანველიშვილის განცახდებით, პროკურატურის თანამშრომლები  გორის მერიასა და მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2015 წლის 15 თებერვლის განჩინების საფუძველზე შევიდნენ  და  მუნიციპალიტეტიდან, 2010 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის პირველი იანვრის ჩათვლით, დოკუმენტაცია გაიტანეს.

,,კონკრეტული საკითხი ჩემთვის არ არის ცნობილი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, გეგმიური შემოწმება მიმდინარეობს“, - ასე ეხმაურება გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი პროკურატურის მიერ გორის თვითმმართველი ერთეულებიდან დოკუმენტაციის გატანის ფაქტს. პროკურატურის მიერ წაღებული დოკუმენტაციის დიდი ნაწილი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამ წელიწადნახევრიან და ქალაქის მერიის 6 თვიან  მუშაობას მოიცავს. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, კახა ტოლიაშვილის განცხადებით, გამოძიების ინტერესი შესაძლოა, ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაუსრულებელი სამუშაოები და გახარჯული თანხები  იყოს.  

„გაურკვეველია, თუ როგორ იხარჯებოდა საბიუჯეტო თანხები გორის მერიასა და მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ასევე, ბევრი პროექტი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ალბათ, პროკურატურის დაინტერესება ამ საკითხებს უკავშირდება“,- განაცხადა კახა ტოლიაშვილმა.

გორის პროკურატურა კომენტარს არ აკეთებს იმის შესახებ, თუ რატომ დაინტერესდა კონკრეტული დოკუმენტაციით.
 
გორის მერიაში კი, არ გამორიცხავენ, რომ პროკურატურის ინტერესი ,,ნაციონალური მოძრაობის“  ხელისუფლებაში ყოფნის დროს განხორციელებული პროექტების ხარჯთ-აღიცხვის მიზნობრივობა იყოს.  

ახალი ამბები