კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზიანის შემცირების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები ხელისუფლებას აქტიურობისკენ მოუწოდებენ

19 მარტი, 2015
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

საერთაშორისო ორგანიზაცია „გლობალური ფონდი“, რომელიც საქართველოში ზიანის შემცირების პროგრამებს აფინანსებს, 2015 წლის ბოლოს დაფინანსებას მნიშვნელოვნად ამცირებს, 2018 წლიდან კი, დიდი ალბათობით, ქვეყნიდან საბოლოოდ გადის.

ზიანის შემცირება მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომაა, რომელიც ინფექციების გავრცელების პრევენციასა და ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებას ემსახურება“, - აცხადებენ აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებს საკითხით დაინტერესებისა და აქტიურობისკენ მოუწოდებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „რუბიკონი“ ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც „გლობალისგან“ ფინანსდება. იგი ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის 2015 წლის მარტის მონაცემებს აქვეყნებს.  რის თანახმადაც, 2015 წლის მონაცემებით, აივ-ინფიცირების 4 803 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 108 - ახალი.  ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წევრი ორგანიზაცია ყურადღებას ასევე ამახვილებს C ჰეპატიტით ინფიცირების  მაჩვენებელზე. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ბიუროს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოჩა გიორგიძის განცხადებით, ზიანის შემცირების პროგრამა მნიშვნელოვანი ფაქტორია გადამდები დაავადებების პრევენციისთვის. გიორგიძე სახელმწიფოს გააქტიურებას და „რუბიკონისა“ და მისი მსგავსი ორგანიზაციების დაფინანსების გაზრდას ითხოვს, რათა ამ მიმართულებით რისკები შემცირდეს.

გოჩა გიორგიძის განცხადებით, C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა სახელმწიფოს ძვირი უჯდება.

„დიდი ძალისხმევა გვჭირდება  80 000 დოლარიანი პრეპარატის მინიმალურ ფასად შესაძენად. ეს მარტივი პროცესი არ არის. საქართველოში ზიანის შემცირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები საქართველოს ქსელის წევრი ორგანიზაციების აქტიური მოღვაწეობის დამსახურებაა. თუმცა, მხოლოდ მკურნალობას აზრი არ აქვს, თუ პრევენციული ღონისძიებებიც  არ გავატარეთ“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ბიუროს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოჩა გიორგიძემ.

სწორედ პრევენციული ღონისძიებების პოპულარიზაციას ემსახურება პროექტი „ზიანის შემცირება მუშაობს - დააფინანსეთ!" რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „რუბიკონი“ ახორციელებს. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევებისა და ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით მათ სახელმწიფო უწყებებს რეკომენდაციით მიმართეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „რუბიკონის“ დამფუძნებელ-ფსიქოლოგის, დალი უშარიძის განცხადებით, პროექტის განხორციელებას საფუძვლად ზიანის შემცირების ევრაზიის ქსელის გადაწყვეტილება დაედო. რომლის მიხედვითაც ორგანიზაციას ადგილობრივი მთავრობისთვის არსებული ვითარება უნდა გაეცნო და პროექტის დაფინანსება შეეთავაზებინა.

„რადგან „გლობალური ფონდი“ ზიანის შემცირების პროგრამების დაფინანსებას წყვეტს, ჩვენი მიზანია, მთავრობის წარმომადგენლები დავარწმუნოთ პროგრამის სარგებლიანობაში, რათა დაფინანსება გაგრძელდეს“,- განაცხადა დალი უშარიძემ.

ევრაზიის ზიანის შემცირების პროექტი ბელოუსში, მოლდოვაში, ტაჯიკეთში, ყაზახეთსა და საქართველოში ხორციელდება. 

ახალი ამბები