კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრის ახლობლები ექიმების დასჯას ითხოვენ

7 აპრილი, 2015
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ლევან კორტავას ოჯახი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებს. 2013 წლის 12 მაისს გეგუთის მე-14 დაწესებულებაში სასტიკად ნაცემი 24 წლის პატიმრის ახლობლები საქმის ობიექტურ მოკვლევას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

“გვესმის, რომ გარკვეული პირები დაისაჯნენ და დღეს ციხეში სხედან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უნდა დაისაჯოს ყველა, ვისაც ლევანის გარდაცვალებაში მიუძღვის ბრალი. დაწყებული იმ ექიმებიდან, რომლებმაც მას, მის მდგომარეობას სათანადო ყურადღება არ მიაქციეს და 24 წლის ბავშვი სასიკვდილოდ გაწირეს," - ახადებენ კორტავას ახლობლები. 
 
მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია, სამსახურებრივი გულგრილობა, სხეულის განზრახ მძმე დაზიანებაში დახმარება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია - ამ ბრალდებებით გამოძიებამ პასუხისგებაში 6 პირი მისცა. მათ შორის არიან გეგუთის მე-14 დაწესებულების თანამშრომლები, ასევე, პატიმრები. თუმცა, კორტავას ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ მთავარი დამნაშავე დაკავებული არ არის. ისინი აქცენტს ექიმებზე აკეთებენ და აცხადებენ, რომ ნაცემი პატიმარი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ სწორედ მათი  დაუდევრობით გარდაიცვალა. 

ოჯახის მოთხოვნით  ალტერნატიული ექსპერტიზა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც,  „სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცემის შედეგად მიყენებული ტრავმები, კერძოდ, ქალა-ტვინის ტრავმა პატიმარ კორტავას გარდაცვალების მიზეზი არ შეიძლება გამხდარიყო".

ისინი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმების საქმის, მათ მიერ დაშვებული შეცდომების  მოკვლევას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მიმდინარე წლის თებერვალში მათ ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია მოაწყვეს და საქმის მასალების, კერძოდ კი, ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგების გაცნობა  პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისგან მოითხოვეს. თუმცა, როგორც აცხადებენ, ამ ფაქტს ჯერჯერობით რეაგირება არ მოჰყოლია. 

ლევან კორტავას ოჯახის წევრების თქმით, მათ მიმართ ბოლო დროს, სისტემატურად, მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები ხორციელდება.

„გვირეკავენ და გვახსენებენ, რომ ლევანს და ჰყავს. გარდა ამისა, როცა ბავშვის საფლავზე ვართ, ჩვენს სიახლოვეს ყოველთვის ვხედავთ უცნობ ადამიანებს, რომლებიც დაჟინებული მზერით იყურებიან ჩვენკენ", - ახცადებს ლევან კორტავას მამიდა, ხათუნა კორტავა.

აღნიშნულის გამო შს სამინისტროს  კორტავების ოჯახის ადვოკატი ლედი ტუკვაძე მიმართავს. იგი შესაბამის უწყებებს კორტავას ოჯახის წევრების სიცოცხლისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.

24 წლის ლევან კორტავა 2013 წლის 12 მაისს რუსთავის მე- 6 დაწესებულებიდან გეგუთის მე-14 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ ციხის თანამშრომლებმა სასტიკად ცემეს. 23 მაისს მასზე განხორციელებული სხეულის მძიმე დაზიანებების შედეგად (ქალა-ტვინის დახურული ტრავმით განპირობებული  ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება), პატიმარი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა.

ახალი ამბები