კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უპატრონოდ დარჩენილი საფლავები

14 აპრილი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ საფლავებზე გასვლა ვერ შეძლეს. ქართულმა მხარემ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ინიციატივა წამოაყენა, თუმცა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან უარი მიიღო. გარდა ერგნეთის შეხვედრისა, აღნიშნული საკითხი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟენევის ფორმატშიც დააყენეს, თუმცა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება არ შეცვლილა.

ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის უსაფრთხოების კომიტეტმა ე.წ. „საზღვრის“ დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. რომლის თანახმად, 11-12 აპრილს აიკრძალა მოქალაქეების მიერ ე.წ. „საზღვრის გადაკვეთა. 13 აპრილიდან კი, „სასაზღვრო რეჟიმი“ ჩვეულ გრაფიკს დაუბრუნდა.

ცხინვალის რეგიონში მაუწყებელი ტელეკომპანია „ირი“ მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ ოკუპირებული ტერიტორიაზე მდებარე საფლავებზე არ გადასულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ  სამართალდამცავები საზღვრის უკანონო დარღვევის ბრალდებით დააკავებდნენ.

დიცში მცხოვრებმა ილია ბერუაშვილმა, გაფრთხილების მიუხედავად, მაინც გადაკვეთა ე.წ. „საზღვარი“ და მამის საფლავი მოინახულა.

„საფლავებიდან ორ მეტრში უკვე საოკუპაციო ხაზი გადის. ბოლო წლებში სასაფლაოზე გასვლა სახიფათო გახდა, რადგან შეიძლება, რუსმა სამხედროებმა დაგვიჭირონ. ალბათ,  ხალხს ამოსვლის ეშინია“,- განაცხადა ილია ბერუაშვილმა.

დიცის მსგავსად, სოფელ კირბალისა და ხურვალეთის  მოსახლეობაც ვერ ახერხებს ნათესავების საფლავების მონახულებას, რადგან სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან, გასული თვეების განმავლობაში, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. სოფელ ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილის სახლი ე.წ. „საზღვრის“ გავლებისას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. თანასოფლელები სწორედ მას სთხოვენ ყვავილებისა და წითელი კვერცხების მიტანას ოჯახის წევრების საფლავებზე.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ 101 ოკუპირებული სოფლის სასაფლაოების მდგომარეობის შესახებ იძულებით გადაადგილებულ პირებს ინფორმაცია არ აქვთ.
 

ახალი ამბები