07:10, Thursday, 09.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ეგვიპტის მოქალაქეს სასამართლომ მუდმივი ბინადრობის უფლება მიანიჭა

22.04.2015

 
(ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმე)

ნათია გოგოლაშვილი

„კონტრდაზვერვის დეპარტამენტს საქმეში მითითებული პირისთვის მუდმივი ბინადრობის მინიჭების უფლება მიზანშეუწონლად მიაჩნია“ - ამგვარი დასკვნა ეგვიპტის მოქალაქე ემად იბრაჰიმ ხალილ იბრაჰიმმა რამდენჯერმე მიიღო. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მას საქართველოში ბინადრობის უფლებაზე უარი უთხრა ისე, რომ კონტრდაზვერვის დასკვნის მართებულებას ყურადღება არ მიაქცია.

ემად იბრაჰიმმა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. 21 აპრილს მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ ემად იბრაჰიმის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მუდმივი ბინადრობის უფლება მიანიჭა. სასამართლოში ეგვიპტის მოქალაქის უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები ნანა სანებლიძე და მარიამ ბაღათურია იცავდნენ.

ეგვიპტის მოქალაქე ემად იბრაჰიმ ხალილ იბრაჰიმი და საქართველოს მოქალქე ნინო კაპანაძე უკვე ორი წელია, რაც ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებიან, ჯვარი 2014 წლის ნოემბერში დაიწერეს. მათ ორი  შვილი(ოთხი წლის ვაჟი და ათი თვის გოგონა)  ჰყავთ.

„ჩემს მეუღლეს ჰქონდა დროებითი ბინადრობა, თავდაპირველად ჰქონდა ერთწლიანი ვიზა, მას შემდეგ ვიზებს ეტაპობრივად იღებდა. რამდენჯერმე ბინადრობის აღება მოვინდომეთ, მაგრამ უარი გვითხრეს, ამის გამო მას ქვეყნის დატოვება ხშირად უწევდა. ბინადრობაზე უარის თქმის მიზეზს არ გვეუბნებოდნენ, მხოლოდ საბუთებს გვიგზავნიდნენ, სადაც ეწერა, რომ ჩემი მეუღლე არის ქვეყნისთვის საშიში პიროვნება, სხვა ახსნა-განმარტებას არ გვაძლევდნენ. ამის შემდეგ იურიდიული დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრს მივმართეთ. მესამე წელიწადია, ვამუშავებთ ტურისტულ კომპანიას. შემოგვყავს ხალხი, ვასაქმებთ ამდენ ხალხს, შემოსავალი მოგვაქვს ქვეყნისთვის, ეს ყველაფერი ხომ უნდა გაითვალისწინონ, არ შეიძლება, ასე ადგე და ადამიანს დაუსაბუთებლად უარი უთხრა. საშიში პიროვნება, როგორც ისინი ამბობენ, ამდენ რაღაცას ქვეყნისთვის არ გააკეთებს“, - აცხადებს ნინო კაპანაძე.

„საქმე ისაა, რომ სასამართლო ხელმძღვანელობს კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით, რომლის შესაბამისადაც კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. პროცესზე არ დაგვიკმაყოფილეს შუამდგომლობა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ჩართვასთან დაკავშირებით, რაც მიგვაჩნია, რომ არასწორი იყო. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ მაინც ჩვენს სასარგებლოდ მიიღო. კონტრდაზვერვის ჩართვას ვითხოვდით საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადასტურებლად. როცა  სასამართლო მოისმენდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსაზრებებს საქმესთან დაკავშირებით, დარწმუნდებოდა, რომ შერჩევითი პრინციპით ეთქვათ უარი და არა იმიტომ, რომ უარის თქმის საფუძვლები არსებობდა. თუმცა, უარი გვითხრეს იმის გამო, რომ არ შეეძლო კონტრდაზვერვას ისეთი გარემოებების დადასტურება, რაც სარჩელში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულების სახით“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ნანა სანებლიძემ.

„სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ არ იქნა გამოკვლეული საქმე. კერძოდ, მათ არ გაითვალისწინეს, რომ ემად იბრაჰიმს ჰყავდა ოჯახი. ასევე არ გაითვალისწინეს ის, რომ კონტრდაზვერვამ უთხრა დაუსაბუთებელი უარი, მათ ვერ გამოიყენეს მათი დისკრეციული უფლებამოსილება სწორად, რაც გულისხმობს, რომ საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით მიიღონ გადაწყვეტილება. აპელირებდნენ იმაზე, რომ საჯარო ინტერესი უფრო მაღლა იდგა, მაგრამ ვერ ავლენდნენ, რაში მდგომარეობდა ეს საჯარო ინტერესი“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა მარიამ ბაღათურიამ.

იურისტების თქმით, სასამართლომ გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით უნდა მიიღოს და გადაუგზავნოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. სააგენტოს კი ერთი თვის ვადა აქვთ იმისთვის, რომ მისცეს ემად იბრაჰიმს მუდმივი ბინადრობის ნებართვა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა რამდენჯერმე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაინტერესებულიყო უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობით და მათთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის საფუძველი. 

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის სექტემბრიდან, საიმიგრაციო პროცესების დარეგულირების მიზნით, ძალაში შევიდა კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. კანონით რეგულირდება უცხოელთა საქართველოში შემოსვლა, ყოფნა, ტრანზიტით გავლა და საქართველოდან გასვლა. კანონით ძირითად პრინციპებად კი აღიარებულია ოჯახის ერთიანობის, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, არგაძევებისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპები.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

უჩინარი მტერი
2020 წელი სულ ახლახან დაიწყო და მალევე მსოფლიოს დაუჯერებელი ინფორმაცია ეცნო - ინფორმაცია მკვლელი ვირუსის შესახებ, რომელიც ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გაჩნდა, შემდეგ კი
ვრცლად...
აპოკალიფსი არ იქნება
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC