კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი ჯანდაცვის მინისტრს მცირეწლოვან ნიკოლოზ დიდებაშვილის საქმეზე დროული რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

23 აპრილი, 2015
 
24 აპრილს 11:30 საათზე, საინფორმაციო სააგენტო „პირWელის“ პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი მცირეწლოვანი ნ. დ.-ს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მიმდინარე წლის მარტის ბოლოს, ადამიანის უფლებათა ცენტრს სამართლებრივი დახმარების თხოვნით მომართა  მოქალაქემ, რომლის ვაჟიც, წლისა და სამი თვის ნ. დ. იაშვილის კლინიკის რეანიმაციის პალიატიურ განყოფილებაში კომაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ბავშვის მშობლები შვილის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმებაში ბრალს იაშვილის კლინიკის რეანიმაციის დეპარტამენტის უფროსს გია ბიბილაშვილს (რეანიმატოლოგი) სდებენ. 

მშობლების განმარტებით,  ბავშვის მდგომარეობის დამძიმება რეანიმატოლოგის სამსახურეობრივმა გულგრილობამ გამოიწვია.

მიმდინარე წლის 1 აპრილს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ნ.დ.-ს საქმესთან დაკავშირებით საჩივრით მიმართა ჯანდაცვის მინისტრს და მოითხოვა კომისიის შექმნა, რათა  შესწავლილ იქნას ნ. დ.-ს იაშვილის საავადმყოფოში შეყვანიდან დღემდე მკურნალობის და სამედიცინო მანიპულაციების მთელი ისტორია, დადგინდეს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების მიზეზები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ჯანდაცვის მინისტრს  დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინოს ნ. დ.-ს  მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და შექმნას კომისია ბავშვის ჯანმრთელობის დამძიმების გამომწვევი მიზეზების დასადგენად.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები