კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრესკონფერენცია გადადო - გიორგი ონიანი საქართველოში დაბრუნდა

5 მაისი, 2015
5 მაისს ადამიანის უფლებათა ცენტრს რეპორტიორის პრეს-კლუბში საქართველოს მოქალაქე გიორგი ონიანის საქართველოდან გაძევების საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია უნდა გაემართა. 

4 მაისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოუწოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს უსაფრთხოდ და დროულად დაებრუნებინათ გიორგი ონიანი აზერბაიჯანიდან. ამასთან, მედიასაშუალებებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის შემდეგ, 5 მაისს გიორგი ონიანმა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა გადაწყვიტა. საზღვრის გადმოლახვისას მას სამართალდამცველებისგან პრობლემა აღარ შექმნია. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მათ აღარა აქვთ პრეტენზია შსს-სთან და ითხოვეს პრესკონფერენციის გადადება.

მოქალაქე გიორგი ონიანმა და მისმა ოჯახის წევრებმა ადამიანის უფლებათა ცენტრს სამართლებრივი დახმარების  თხოვნით  აპრილის დასაწყისში მიმართეს. მათი  განმარტებით, 2015 წლის 25 მარტს,  დაახლოებით 21:30 საათზე,  გიორგი ონიანი ჩამოფრინდა საქართველოში. თბილისის აეროპორტში მას დახვდნენ შსს-ს თანამშრომლები და გადაიყვანეს შსს-ს შენობაში, სადაც განუცხადეს, რომ უნდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, რადგან მის შესახებ მონაცემები არსებობდა არაფორმალურ ელექტრონულ ბაზაში - „პრაიმ კრაიმ“,  სადაც განთავსებულია არაოფიციალური ინფორმაცია ე.წ. კანონიერი ქურდების შესახებ. 

გიორგი ონიანი არასოდეს ყოფილა გასამართლებული „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით და არასოდეს ეწეოდა მსგავს საქმიანობას. მისი განმარტებით, იგი არ არის კანონიერი ქურდი, რაც განუცხადა შსს-ს თანამშრომლებსაც. თავის მხრივ, შსს-ს თანამშრომლებმა გიორგი ონიანს განუცხადეს, მათ არაფერი აქვთ მისი საწინააღმდეგო, უბრალოდ ერიდებიან ოპოზიციური პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას, თითქოს ისინი კრიმინალებს მფარველობენ. ამიტომ, მას სთხოვეს, დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია და წასულიყო აზერბაიჯანში. შსს-ს თანამშრომლები გიორგი ონიანს ბინის ქირის გადახდასაც  დაპირდნენ.

საქართველოს მოქალაქე იძულებული გახდა, მისი ნების საწინააღმდეგოდ დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია. ბოლო დროს იგი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ქუჩაში ცხოვრობდა, რადგან არ ჰქონდა სხვა თავშესაფარი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, გაატარონ შესაბამისი ზომები მოქალაქე გიორგი ონიანის უფლებების დასაცავად  და  საქართველოში მისი უსაფრთხოდ ცხოვრების უზრუნველსაყოფად.

ამასთანავე, მომავალში რომ თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ფაქტები, ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს შსს-ს გენინსპექციას,  დაიწყოს დროული მოკვლევა გიორგი ონიანის  მიმართ შსს-ს თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები