კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი გიორგი ონიანის საქართველოდან გაძევებას აპროტესტებს

4 მაისი, 2015
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოს მოქალაქე გიორგი ონიანის აზერბაიჯანიდან საქართველოში უსაფრთხო და დროული დაბრუნების უზრუნველყოფისაკენ მოუწოდებს. 

5 მაისს 11:30 საათზე, რეპორტიორის პრეს-კლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი გიორგი ონიანის საქართველოდან გაძევების საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

გიორგი ონიანისა და მისი ოჯახის განმარტებით, 2015 წლის 25 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე,  გიორგი ონიანი ჩამოფრინდა საქართველოში. თბილისის აეროპორტში მას დახვდნენ შსს-ს თანამშრომლები და გადაიყვანეს შსს-ს შენობაში, სადაც განუცხადეს, რომ უნდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, რადგან მის შესახებ მონაცემები არსებობდა არაფორმალურ ბაზაში „პრაიმ კრაიმ“,  სადაც განთავსებულია არაოფიციალური ინფორმაცია ე.წ. კანონიერი ქურდების შესახებ. 

გიორგი ონიანი არასოდეს ყოფილა გასამართლებული კანონიერი ქურდობის ან ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით და არასოდეს ეწეოდა ამ ტიპის საქმიანობას. როგორც გიორგი ონიანიც განმარტავს, იგი არ არის კანონიერი ქურდი, რაც განუცხადა კიდეც შსს-ს თანამშრომლებს.

როგორც შსს-ს თანამშრომლებმა გიორგი ონიანს განუცხადეს, მათ არაფერი აქვთ მისი საწინააღმდეგო, უბრალოდ ერიდებიან ოპოზიციური პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას, თითქოს ისინი კრიმინალებს მფარველობენ. შსს-ს თანამშრომლები გიორგი ონიანს ბინის ქირის გადახდასაც  დაპირდნენ.

როგორც ოჯახი განმარტავს, გიორგი ონიანი შსს-ს თანამშრომლებმა მიიყვანეს აზერბაიჯანის საზღვართან  და სამარშუტო ტაქსით გაუშვეს ბაქოში. 

საქართველოს მოქალაქე გიორგი ონიანი იძულებული გახდა, მისი ნების საწინააღმდეგოდ დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია. მისი განმარტებით, დღემდე იგი თავისი ნების საწინააღმდეგოდ იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, სადაც ვერ იხდის ბინის ქირას და იძულებულია, ქუჩაში იცხოვროს. 

22 აპრილს,  ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით მიმართა შსს-ს მინისტრს და მოითხოვა ინფორმაცია, შსს-ს რომელმა თანამდებობის პირმა/პირებმა მიიღო გადაწყვეტილება  გიორგი ონიანის საქართველოდან სავარაუდო გაძევების თაობაზე და რა საფუძვლებს ეფუძნებოდა აღნიშნული გადაწყვეტილება. შსს-დან  ადამიანის უფლებათა ცენტრს პასუხი დღემდე არ მიუღია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს  დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინოს გიორგი ონიანის საქმესთან დაკავშირებით და უზრუნველყოფს საქართველოში მისი დროული და უსაფრთხო დაბრუნება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები