კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოხმარებელთა ქსელი რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებს

8 მაისი, 2015
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

1 მაისს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მთავრობის ინიცირებული კანონპროექტი განიხილეს. კანონმდებლებმა ნარკოტიკულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამიჯვნასთან, კერძოდ კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. სხდომა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის დახურული აღმოჩნდა. 

„კანონპროექტის განხილვა 1 მაისს იყო ჩანიშნული. თუმცა, დროსთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ ვიღებდით. დილიდან ვეკონტაქტებოდით პასუხისმგებელ პირს, რომელმაც ჯერ გვითხრა, რომ სხდომა გადაიდო. მერე თქვა, რომ შესაძლოა ჩატარებულიყი, თუმცა, ზუსტ დროს ვერ ასახელებდა. 12 საათსა და 11 წუთზე ვესაუბრე საკონტაქტო პირს და მითხრა, რომ 2 საათისთვის შევხმიანებოდი და საშვს დაუშვებდა. 14 საათსა და 4 წუთზე დავურეკე და მითხრა, რომ სხდომა 12 საათზე ჩატარდა. არადა, მე მას ზუსტად 12 საათსა და 11 წუთზე ვესაუბრე და არ უთქვამს, რომ სხდომა უკვე დაწყებული იყო. ანუ, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებ ჩვენი იქ ყოფნა ხელს არ აძლევდათ და მხოლოდ ამ მიზეზით თავიდან მოგვიშორეს", - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „რუბიკონის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელთა ქსელის წარმომადგენელმა, ზაზა ქარჩხაძემ.

იგი აღნიშნულს ჯანდაცვის კომიტეტში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებს, რომელიც 27 აპრილს არასამთავრობო სექტორისა და ხელისუფლების  წარმომადგენლებს შორის კანონპროექტის განხილვას მოჰყვა, მოგვიანებით კი, პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციით - „ჩემი რეპრესია შენი რეგრესია" დასრულდა.

„ცვლილებები, რომლებიც, თითქოს, კანონში შეაქვთ, რიგის სამიტისთვის სახელდახელოდ მომზადებული ე.წ. „ფასადური ცვლილებებია“ და მას ადამიანის უფლებებთან საერთო არაფერი აქვს",- აღნიშნა ზაზა ქარჩხაძემ.

სხვა შეფასებები აქვს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს. ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით: „ეს არის პროგრესული ნაბიჯი, რომელიც მათი საზოგადოებრივი საშიშროების შესაბამისად ერთმანეთისგან მიჯნავს სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებას. არავინ დავობს იმაზე, რომ ნარკოტიკის გასაღება უფრო საშიში დანაშაულია, ვიდრე მისი მოხმარება".

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ და მოითხოვენ, კანონში  ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება და შენახვა-გასაღება. ასევე, შესაბამისად, ადეკვატური იყოს სასჯელიც. მათ მიაჩნიათ, რომ კანონპროექტში, რომლის ავტორი იუსტიციისა და შს სამინისტროებია, არაპროპორციულად მკაცრია სასჯელი ნარკოტიკის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის და იგი ისეთ მძიმე დანაშაულისთვის დაწესებულ სასჯელს უთანაბრდება, როგორიცაა მკვლელობა, ყაჩაღობა, გაუპატიურება და ა. შ.

„რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების მიზანი არა პრევენცია, არამედ, სადამსჯელო ღონისძიებები და ჯარიმებით ამოღებული თანხებით ბიუჯეტის შევსებაა. საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხელმომწერმა ორგანიზაციებმა არაერთგზის მივმართეთ საქართველოს პარლამენტს, კერძოდ კი, შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეებს, საპარლამენტო განხილვის დაწყებამდე უზრუნველეყოთ წარმომადგენლობითი სამუშაო შეხვედრის გამართვა მომხმარებელთა თემის ექსპერტებთან, ასევე, ყველა აქტიური ჯგუფის წარმომადგენლლებთან, რომელსაც დაესწრებოდნენ როგორც კანონპროექტის ავტორები, ასევე, ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები. სამწუხაროდ, ეს შეხვედრა არ შედგა და შესაბამისად, ჩვენი ინტერესები არ იქნა დაკმაყოფილებული", - განაცხადეს მომხმარებელთა ქსელის წარმომადგენლებმა. 

მომხმარებელთა ქსელის წარმომადგენლები, შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, 15 მაისს, საკითხის პლენალურ სხდომაზე განხილვის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან, მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. თუმცა, მანამდე, სავარაუდოდ 11 მაისს, ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები კანონმდებლებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უნდა განიხილონ.

ახალი ამბები