კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამოქალაქო თანხმობის მემორანდუმი

8 მაისი, 2015
 
ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი ქართული საზოგადოების, საექსპერტო წრეების, სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები ვთანხმდებით და ვაცხადებთ:

საქართველოში დემოკრატიული, კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს მოქმედი საარჩევნო სისტემის შეცვლა, რაც შესაბამისი საკონსტიტუციო და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას საჭიროებს.

დღეს არსებული საარჩევნო სისტემა დიდი ხანია წარმოადგენს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების კრიტიკის საგანს, ვინაიდან, ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების პროპორციულად ასახვას მანდატებში, დიდია ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობა, არ არის დაცული ერთი ხმის თანაბრობის პრინციპი.

ზემოხსენებული პრობლემის აღმოფხვრის საშუალებად მიგვაჩნია მოქმედიმაჟორიტარული სისტემისშეცვლა.

საჭიროარომ უნდა მოხდეს ისეთი საარჩევნო სისტემის მიღება, რომელიც გადაჭრის არსებულ პრობლემებს და უკეთ ასახავს საქართველოს მოქალაქეთა მიერ არჩევნებში გამოვლენილ ნებას.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად საარჩევნო სისტემამ უნდა უზრუნველყოს:
• ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად ასახვა მანდატებში;
• ამომრჩეველთა ხმის თანაბარი წონა;
• ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა;
• საერთო-ეროვნული და ადგილობრივი წარმომადგენლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის დროული უზრუნველყოფისთვის მოვითხოვთ, ხელისუფლებამ მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, შექმნას მოლაპარაკებების მრავალპარტიული ფორმატი სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. მრავალპარტიულ, ღია ფორმატში მუშაობის საფუძველზე, არაუგვიანეს 2015 წლის 1 მაისისა, ჩამოყალიბდეს წინადადებათა პაკეტი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის. საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მიიღოს საერთაშორისო საექსპერტო დასკვნის გათვალისწინებით.

2015 წ. 11 მარტი
მემორანდუმზე ხელს აწერენ:

პოლიტიკური პარტიები/მოძრაობები

1. ახალი მემარჯვენეები
2. ერთიანი დემოკრატიული მოძრაობა
3. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
4. თავისუფლება
5. მემარცხენე ალიანსი 
6. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის
7. საქართველოს ევროპელი დემოკრატები
8. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
9. საქართველოს სამართალდამცველებისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანებისა და პატრიოტების პოლიტიკური მოძრაობა
10. ქართული დასი
11. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
12. თავისუფალი დემოკრატები
13. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

არასამთავრობო ორგანიზაციები

1. ადამიანის უფლებათა ცენტრი
2. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი
3. ექსპერტთა კლუბი
4. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
5. კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის
6. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
7. საზოგადოებრივი დამცველი
8. ISFED
9. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
10. სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
11. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
12.  საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცია
13. მედია მონიტორინგის ცენტრი
14. ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი
15. საქართველოს ევროპული ღირებულებების ინსტიტუტი 
16. ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ 

ახალი ამბები