კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის კულტურის ცენტრის 53 თანამშრომელს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს

11 მაისი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში მომუშავე 61 თანამშრომლიდან კულტურის ცენტრის ახალმა დირექტორმა, ეთერ ლოლაძემ, ხელშეკრულება მხოლოდ 8 თანამშრომელს  გაუგრძელა, 53 კადრი კი უმუშევარი დარჩა. 

გურჯაანის კულტურის ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე, ციცინო ღვინიაშვილი თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზად პოლიტიკურ მოტივებს ასახელებს.
 
„გამათავისუფლეს და დიდი შეურაცხყოფაც მომაყენეს. თითქოს, მე კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი არ ვარ. ჩემი მოშორება გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გია გერგიძეს უნდოდა. კულტურის ცენტრში დაცვა დააყენეს, რომ შიგნით არ შევიდე“,- განაცხადა ციცინო ღვინიაშვილმა.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის დირექტორის, ეთერ ლოლაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, მას მხოლოდ მობილური ჯგუფი სჭირდებოდა. 

„პირველ ივნისამდე 8 თანამშრომელს გავუგრძელე ხელშეკრულება, რაც შეეხება სხვა თანამშრომლებს, ვაპირებ, საქმის შესწავლას და ამის შემდეგ გავუგრძელებ მათ ხელშეკრულებებს, რა თქმა უნდა, რეორგანიზაციას ვგეგმავ“,-აღნიშნა ეთერ ლოლაძემ.

გათავისუფლებული თანამშრომლები დირექტორის გადაწყვეტილებას ელოდებიან, რის მიხედვითაც სამომავლო გეგმებს განსაზღვრავენ.

ახალი ამბები