კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტრასბურგის სასამართლო: პოლიციამ 2012 წელს ვერ დაიცვა ანტი–ჰომოფობიური აქციის მონაწილეები თავდასხმისგან

13 მაისი, 2015
 
სივილ ჯორჯია

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „ვერ უზრუნველყო დაეცვა“ ლგბტ აქტივისტები თავდასხმისგან, როდესაც ისინი 2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ.

განაცხადი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებებების დამცველმა ორგანიზაციამ „იდენტობა“ და 12–ზე მეტმა პირმა შეიტანა, იმ ინციდენტს ეხებოდა, რომელსაც სამი წლის წინ თბილისში ჰქონდა ადგილი, როდესაც ლგბტ წარმომადგენლების პირველ დემონსტრაციას ჩხუბი მოყვა მას შემდეგ, რაც მართლმადიდებელმა აქტივისტებმა დემონსტრატებს გზა გადაუკეტეს და მსვლელობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გარდა შეკრების თავისუფლების უფლების დარღვევისა, ევროპის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე–3 (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა) და მე–14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლები. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ 13 მოსარჩელედან ცხრას, თითოეულს 2 000 ევრო უნდა გადაუხადოს; ორ მოსარჩელეს 3 000-3 000 ევრო  და დანარჩენ ორ მოსარჩელეს 4 000 ევრო თითოეულს. „იდენტობამ“ 1500 ევრო უნდა მიიღოს არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით.

„მიუხედავად იმისა, რომ [ორგანიზატორებმა] დემონსტრაციამდე ცხრა დღით ადრე გააკეთეს შეტყობინება, ხელისუფლებამ არ გამოიყენა ეს პერიოდი ზედმიწევნით მომზადებისთვის. ქართული საზოგადოების ნაწილში სექსუალური უმცირესობების მიმართ არსებული განწყობის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა დაძაბულობის იმ რისკის თაობაზე, რომელიც დემოსტრაციას უკავშირდებოდა“, – განაცხადა ევროპის სასამართლომ, „ნაცვლად იმისა, რომ ყველაზე აგრესიული კონტრდემონსტრანტების შეჩერებაზე მოეხდინა ფოკუსირება, რათა მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის გავლის საშუალება მიეცა, პოლიციის დაგვიანებულ ჩარევას რამდენიმე მოსარჩელეს დაკავება და ადგილიდან გაყვანა მოყვა, სწორედ იმ მსხვერპლთა, რომელთა დასაცავადაც ისინი გამოიძახეს".

 „სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო იმის უზრუნველყოფა, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი დემონსტრაცია მშვიდობიანად ჩატარებულიყო, ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრდემონსტრანტების შეკავების შედეგად“, – განაცხადა სასამართლომ.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ინციდენტის ზედმიწევნით გამოძიება და ბოლო ორი წლის განმავლობაში რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეული არ არის.

„ერთადერთი ხელშესახები შედეგი იყო ორი კონტრდემონსტრანტის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სანქციის, ჯარიმის გამოყენება. თუმცა, მოსარჩელეების წინააღმდეგ გამოყენებული უკანონო ძალადობის  და აგრესიის გათვალისწინებით, სასამართლო ამ სანქციას საკმარისად არ მიიჩნევს“, – განაცხადა ევროპის სასამართლომ.

2013 წელს ლგბტ თემის წარმომადგენლებზე უფრო ფართო მასშტაბის ძალადობას ჰქონდა ადგილი, როდესაც ათასობით კონტრდემონსტრანტი მართლმადიდებელი სასულიერო პირების ხელმძღვანელობით იმ აქტივისტების მცირე ჯგუფს დაესხა თავს, რომელთაც  თავისუფლების მოედნის მიდამოებში 17 მაისის აღნიშვნა სურდათ; ძალადობის შედეგად სულ ცოტა 28 ადამიანმა  მიიღო დაზიანებები.

ჰომოფობიური ძალადობის თავიდან არიდების მიზნით ლგბტ აქტივისტებს მას შემდეგ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 17 მაისს საჯარო სივრცეში აღარ აღუნიშნიათ.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 17 მაისს „ოჯახის დღე“ დააწესა. შარშან ეს დღე დიდი აქციით აღინიშნა, რომელსაც სასულიერო პირები უძღვებოდნენ და რომელიც შემდეგ ანტი–ლგბტ დემონსტრაციაში და პროტესტში გადაიზარდა ანტი–დისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ, რომელიც იმ დროს ახალი მიღებული იყო.

ახალი ამბები