კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„რეპრესიული კანონი კლავს" - აქცია პარლამენტთან

14 მაისი, 2015
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი  

„კანონი კლავს თავისუფლებას", „კანონი კლავს ღირსებას", „კანონი კლავს სიცოცხლეს", „კანონი კლავს მომავალს" - ამ ტრანსფარანტების ფონზე ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა, კერძოდ კი, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი გააპროტესტა.

აქცია, რომელიც 13 მაისს, ქუთაისში, პარლამენტის წინ გაიმართა, კანონმდებლებისთვის  პეტიციის გადაცემით დასრულდა. 

„აღნიშნული კანონპროექტის მიღებით საქართველოში რეპრესიული ნარკოპოლიტიკა არ შეწყდება, რომელიც  ადამიანის დევნასა და დასჯაზეა მიმართული. მოგმართავთ, გადადოთ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა და უზურნველყოთ მულტისექტორული დიალოგი, როგორც სახელმწიფო, ისე საერთაშორისო, სამოქალაქო და სათემო სექტორების მონაწილეობით, რომლის ფარგლებშიც  ადამიანების საჭიროებებზე და ევროპულ სტანდარტებზე ორიენტირებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილება", - ესაა ამონარიდი პეტიციიდან,  რომელიც აქციის ორგანიზატორებმა  საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის, ასევე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა  და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეების სახელზე დატოვეს.

ახალი ამბები