კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პანკისის ხეობის სოფლები წყალდიდობამ დააზარალა

14 მაისი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

უხვმა ნალექმა პანკისის ხეობის სოფლები დააზარალა. ადგილობრივების თქმით, მდინარე ალაზანი ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და ნათესები გაანადგურა. მოსახლეობის განცხადებით, თუ წვიმიანი ამინდები გაგრძელდა, მათ სახლებიც დაეტბორებათ.

როგორც humanrights.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ბექა ბაიდაურმა განუცხადა, სტიქიასთან საბრძოლველად ჯგუფი მუშაობს.

„ალაზანი ისე ადიდდა, კალაპოტი შეიცვალა. ტექნიკა გავაგზავნეთ გასაწმენდად, თუმცა ნათესებს არაფერი არ ეშველება, ვერანაირ ღონისძიებას ვერ ვატარებთ, მაგრამ სახლებში რომ არ შევარდეს წყალი ამისათვის ტრაქტორები მუშაობენ, რათა დროულად გაწმინდონ კალაპოტი და ჯებირები გაამაგრონ“,- განაცხადა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ბექა ბაიდაურმა.

მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს და იმედს გამოთქვამს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ზარალს დროულად დაითვლის.

ახალი ამბები