კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება 17 მაისის თაობაზე

15 მაისი, 2015
 
17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ლგბტ ადამიანებს 2012 და 2013 წლებში არ მიეცათ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, 2014 წელს კი უსაფრთხოების მაღალი რისკების გამო მათ არ ჩაატარეს საჯარო აქტივობა.

2012 წლის 17 მაისის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული  სასამართლო აცხადებს: „სხვადასხვა სექსუალური უმცირესობის ფუნდამენტურ უფლებათა შესახებ კამპანიის წარმოებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, კონვენცია გამოხატვის საჯარო ფორმებს იცავს, მათ შორის, მშვიდობიანი შეკრების გამართვის უფლებასა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას“.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და აქტივისტებს გვსურს, 2015 წლის 17 მაისს, ლგბტ ადამიანთა მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ. ჩვენი მიზანია გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვნების თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. გვსურს, საზოგადოებასა და ხელისუფლებას 2012 წლის 17 მაისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გავაცნოთ.

წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, წელს არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაიცვას ადამიანების უსაფრთხოება და მომავალში უფრო ეფექტურად აღკვეთოს ნებისმიერი სახის ძალადობა და დისკრიმინაცია. ასევე, მნიშვნელოვანია ყველამ გაიაზროს ის პირადი პასუხისმგებლობა, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერი აქტივობის ორგანიზებასთან.

იმედს გამოვთქვამთ, რომ 2015 წელს მაინც, საქართველოს ხელისუფლება შეძლებს ეფექტიანად დაიცვას საკუთარი მოქალაქეების გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება მიუხედავად მისი სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.

რეგისტრაციის ფორმის შევსებით, სოლიდარობის გამოხატვა ყველას შეუძლია. გთხოვთ შეავსოთ თანდართული ფორმა. თქვენი მხარდაჭერა  მნიშვნელოვანია.

1. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
2. იდენტობა (Identoba)
3. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
4. მრავალეროვანი საქართველო (PMMG)
5. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთასორისო საზოგადოება (ISFED)
6. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
7. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
8. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
9. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
10. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
11. ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF)

ახალი ამბები