კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პანკისის ხეობის უხუცეს ქალთა საბჭო ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

15 მაისი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი 

„ბოლო პერიოდში ქართული მედია საშუალებები პანკისის ხეობიდან ქისტი ახალგაზრდების სირიასა და ერაყში შეიარაღებულ კონფლიქტში წასვლის თემამ მოიცვა. უხუცეს ქალთა საბჭო კი დიდი ხანია, ცდილობდა სახელმწიფოსა და მედიის ყურადღების მიპყრობას ამ პრობლემაზე. ეს საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, არა მარტო ჩვენი კუთხისთვის, არამედ ყოველი მოქალაქისათვის. უხუცეს ქალთა საბჭო მზად არის, კვლავ ენთუზიაზმით გააგრძელოს თემთან მუშაობდა და რაც შეიძლება მეტი ქალი, დედა ჩართოს ძალადობისა და კონფლიქტის წინააღმდეგ მიმართულ მოძრაობაში. არ გვინდა, ეს პრობლემა უფრო მასშტაბური გახდეს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებას და სტაბილურობას შეექმნას საფრთხე“, - ნათქვამია პანკისის ხეობის უხუცეს ქალთა საბჭოს მიმართვაში, რომელიც 29 აპრილს გავრცელდა.
 
პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლის წინააღმდეგ პანკისის ხეობაში 150 ქალი გაერთიანდა. მათ ჩამოაყალიბეს მოძრაობა „პანკისელი დედები შვილების გადასარჩენად“. Humanrights.ge პანკისის ხეობის უხუცეს ქალთა საბჭოს ხელმძღვანელს, გულიკო ხანგოშვილს უხუცეს ქალთა საბჭოს მიერ გავრცელებულ მიმართვასთან დაკავშირებით ესაუბრება.

გულიკო ხანგოშვილის თქმით, უხუცესთა საბჭოს მიერ გავრცელებული მიმართვის მიზანია, პანკისის ხეობიდან ახალგაზრდები აღარ გავიდნენ.

„მშობლები დაგვპირდნენ, რომ შვილებს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ. რაც მიმართვა გავავრცელეთ, ჯერჯერობით სირიაში არავინ აღარ წასულა“,-განაცხადა გულიკო ხანგოშვილმა.

უხუცეს ქალთა საბჭოს ხელმძღვანელი ხელისუფლებას მხარდაჭერას სთხოვს, რათა გამკაცრდეს კონტროლი არასრულწლოვანთა მიერ საზღვრის გადაკვეთის შესახებ. ხანგოშვილის თქმით, ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს ახალგაზრდების დასაქმებას, განათლების მიღებას, სოფლებში თანამედროვე სპორტული მოედნებისა და დარბაზების მოწყობას.
 
”ახალგაზრდებს ძალიან უჭირთ, იმიტომ რომ სამსახური არა აქვთ. სირიაში საომრად რამდენი ახალგაზრდაა წასული ვერ დავაზუსტეთ. იქ, დაახლოებით, ათი პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა, მათგან მხოლოდ ერთი ჩეჩენი გადმოასვენეს ორი წლის წინ”, -აღნიშნა გულიკო ხანგოშვილმა.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს მთავარი მრჩევლის, მექა ხანგოშვილის განცხადებით, სირიაში დაღუპული ათი პანკისელი ახალგაზრდის გადმოსვენება შეუძლებელია.

ახალი ამბები