კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებების საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

18 მაისი, 2015
 
პროგრამის აღწერილობა

2015 წ. 2-13 აგვისტო, ბილგის უნივერსიტეტი, სტამბული, თურქეთი

ადამიანის უფლებების საერთაშორისო საზაფხულო სკოლა წარმოადგენს 10-დღიან საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის მიზანიცაა ქართველი, აფხაზი და ოსი უფლებადამცველები და სამოქალაქო  აქტივისტები აღჭურვოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლისა და პრაქტიკის ცოდნითა და გამოცდილებით. ეს მათ საშუალებას მისცემს გაავრცელონ მიღებული ცოდნა და გამოცდილება საზოგადოებაში  და ადვოკატირება გაუწიონ ადამიანის უფლებების დაცვას.

მონაწილეები მიიღებენ ცოდნას ადამიანის უფლებების ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კონფლიქტურ სიტუაციაში ადამიანის უფლებების დაცვას და უმცირესობების უფლებებს. უფრო კონკრეტულად კი, კურსი მიმოიხილავს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საერთაშორისო და რეგიონალური საკანონმდებლო ჩარჩოებს და მათი აღსრულების პროცესში არსებულ სირთულეებს. საზაფხულო სკოლას წარუძღვებიან საერთაშორისო პრაქტიკოსი ექსპერტები და ტრენერები;

პროგრამა გაყოფილია ორ ძირითად მოდულად:

ადამიანის უფლებათა სამართალი. მოდული მოიცავს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საფუძვლებს. ასევე, განიხილავს ადამიანის უფლებებზე რეგიონალური და საერთაშორისო ხელშეკრულებების, ინსტიტუტებისა და დაცვის მექანიზმებს. ყურადღება გამახვილდება ადამიანის უფლებების დაცვაზე და მონიტორინგის მექანიზმებზე, მათ შორის - იმ რეგიონებში, რომლებიც არ არიან ადამიანის უფლებების ხელშეკრულებებისა და ორგანიზაციების წევრები. მონაწილეები გაეცნობიან ისეთი ორგანიზაციების მუშაობას, როგორიცაა გაერო, ეუთო, ევროსაბჭო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ომბუდსმენის ინსტიტუტები და ა.შ.

თანასწორობა და ანტი-დისკრიმინაცია.  მოიცავს საერთაშორისო სამართლის მიხედვით უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხებს და ინფორმაციას უმცირესობების შესახებ არსებული საერთაშორისო ნორმებისა და ინსტიტუტების შესახებ. მოდული ეხება  ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებს, რაც გარანტირებულია საერთაშორისო სამართლის სისტემებით. მონაწილეები გამართავენ დებატებს „ახალი“ უმცირესობების (როგორიცაა - მიგრანტები) დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ და გაარკვევენ ადამიანის უფლებების, ხალხების უფლებების, თვითგამორკვევის, ავტონომიისა და უმცირესობების უფლებების სხვადასხვა კონცეპტუალურ მიდგომებს.
 
პროექტი დაფინანსებულია ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო), ეროვნული უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისრის მიერ (OSCE HCNM).

მონაწილეები:

ახალგაზრდა უფლებადამცველები, ადვოკატები, სამოქალაქო აქტივისტები (30 წლამდე).
 
განსაკუთრებით მოვუწოდებთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ შესარჩევ კონკუსრში.
  
სამუშაო ენა: ინგლისური და რუსული

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: ninotlashadze@gmail.com 2015 წლის 4 ივნისამდე. გასაუბრება ჩატარდება skype-ის საშუალებით ივნისის მეორე კვირაში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეროვნული უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისრის წარმომადგენლების მიერ.

ახალი ამბები