კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

21 მაისი, 2015
 

20 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებში სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართ დაფიქსირებული ხარვეზები, გაცემული რეკომენდაციები და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების ფარგლებში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები.

სახალხო დამცველმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაზრდის ინიციატივა გააცნო. ინიციატივა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობის შემოწმებას გულისხმობს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კანონპროექტის საჯარო განხილვებში აქტიურად ჩართვის მზაობა გამოთქვა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სახალხო დამცველს ომბუდსმენის მანდატის გაძლიერების ხედვა წარმოუდგინა. ნინო გვენეტაძის განცხადებით მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებაზე, რაც იუსტიციის საბჭოსთვის გაგზავნილი რეკომენდაციებისა და წინადადებების სავალდებულო გადამოწმებასა და საჭიროების შემთხვევაში მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწყებას გულისხმობს.

სახალხო დამცველი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ; დაიგეგმა  ერთობლივი განხილვები და შეხვედრები, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების კუთხით მჭიდრო კონსულტაციებს გულისხმობს. 

ახალი ამბები