კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებების საზაფხულო სკოლა

27 მაისი, 2015
 
პროგრამის აღწერილობა

2015 წ. 10-16 ივლისი, თბილისი, საქართველო 

ადამიანის უფლებების საზაფხულო სკოლა წარმოადგენს 7-დღიან საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის მიზანია, ახალგაზრდები საქართველოს რეგიონებიდან აღჭურვოს ადამიანის უფლებების შესახებ საბაზისო განათლებით და ადგილობრივი წამყვანი უფლებადამცველებისა და ექსპერტების გამოცდილებით. გაიმართება ფორმალური ტრენინგები და თემატური ლექციები. 

მონაწილეები მიიღებენ საბაზისო ცოდნას ადამიანის უფლებების, დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობის, კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციისა და სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ.

პროგრამა გაყოფილია ოთხ ძირითად მოდულად:

ადამიანის უფლებების ფუნდამენტური პრინციპები: საზაფხულო სკოლის მონაწილეები შეისწავლიან ადამიანის უფლებების ძირითად პრინციპებს, მათ შორის - უმცირესობების უფლებებს; ასევე - სოციალური კეთილდღეობის, მშვიდობისა და საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებაში თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული მიდგომის მნიშვნელობას. მოდული მოიცავს ადამიანის უფლებათა ეროვნულ და საერთაშორისო სამართლის საფუძვლებს და დაცვის მექანიზმებს, როგორიცაა სახალხო დამცველის ინსტიტუტი და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების watchdog და უფლებადამცველი საქმიანობა.

სამოქალაქო აქტივიზმი და ადამიანის უფლებები:  მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ადამიანის უფლებების დაცვაში სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე. მოდული განიხილავს სამოქალაქო აქტივიზმის სხვადასხვა ფორმებს და საშუალებას მისცემს მონაწილეებს, იმსჯელონ და სწორად შეარჩიონ დემოკრატიულ განვითარებაში საკუთარი როლი. 
  
კონფლიქტის სენსიტიურობა: მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას მრავალფეროვნებაზე, ტოლერანტობაზე, უმცირესობების უფლებებზე და ასევე კონფლიქტის პრევენციის მექანიზმების შესახებ.
 
სემინარები და დისკუსიები: მოიცავს უმცირესობების, ბავშვთა, ქალთა უფლებებს და გენდერულ საკითხებს. ცნობილი ქართველი უფლებადამცველები და ექსპერტები, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები ჩაატარებენ სემინარებს იძულებით გადაადგილებული პირების უფლებებზე, ტოლერანტობასა და დისკრიმინაციაზე.  ლექციების დროს განხილული იქნება კონკრეტული მაგალითები, რაც დაეხმარება მონაწილეებს, სრულად გაიაზრონ ადამიანის უფლებების დარღვევის და ძალადობის  ფაქტები საკუთარ თემში.
 
პროექტს ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი და ადამიანის უფლებათა ცენტრი.
  
პროექტი დაფინანსებულია ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო), ეროვნული უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისრის მიერ (OSCE HCNM); 

მონაწილეები:

15-20 წლის ახალგაზრდები საქართველოს რეგიონებიდან: შიდა ქართლი, სამეგრელო, ოკუპირებული გალის და ახალგორის რაიონებიდან; ასევე უმცირესობით დასახლებული რეგიონებიდან - სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი. 

სამუშაო ენა: ქართული

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ CV და სამოტივაციო წერილი  ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: infohrsummerschool@gmail.com 2015 წლის 14 ივნისამდე. 
 

ახალი ამბები