კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ინიცირებული სარჩელი დაკმაყოფილდა

1 ივნისი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

29 მაისს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს. ისინი დადებითად აფასებენ 2015 წლის 28 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. 2012 წელს ადამიანის უფლებათა ცენტრის სარჩელი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ფორმირების წესის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის შესახებ მომზადდა. 

„ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა ის, რომ არსებული საარჩევნო სისტემა არის ხარვეზიანი, რაზეც ადამიანის უფლებათა ცენტრი და სხვა პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები დიდი ხანია, ვსაუბრობთ. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დროულად დაიწყოს მუშაობა არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლაზე. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით, ისე ამომრჩეველთა ინფორმირებულობის მიმართულებითაც. ჩვენ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მარტში გავაფორმეთ სამოქალაქო თანხმობის მემორანდუმი, სადაც არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლისაკენ მოვუწოდეთ ხელისუფლებას“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პროცესის გრძელვადიან მონიტორინგს აწარმოებდა. ამ პროცესში გამოიკვეთა საარჩევნო კანონმდებლობის სისტემური პრობლემა, რომლის გადასაწყვეტად მომზადდა კონსტიტუციური სარჩელი. 2012 წლის 4 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელი ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, უჩა ნანუაშვილმა და ორგანიზაციის იურისტმა, მიხეილ შარაშიძემ შეიტანეს.

„კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ თანასწორობის პრინციპთან შეუსაბამოდ არის მიჩნეული ის გარემოება, რომ საქართველოში არსებულ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებებია. მაგალითად, №29 ყაზბეგის ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, შესაბამის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს 5,810 ამომრჩეველი, როცა საბურთალოს №3 ოლქში, ერთი მაჟორიტარი დეპუტატი აირჩევა 128,545 ამომრჩევლის მიერ. ამრიგად, ყაზბეგის ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმა, შეიძლება ითქვას, თითქმის 22-ჯერ უფრო წონადია, ვიდრე საბურთალოს ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმა. ამ გზით კი ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის, მათ შორის ამომრჩეველთა ხმების თანასწორობის - თანაბარწონადობის პრინციპი, რაც წარმოადგენს ამომრჩევლების დისკრიმინაციას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იუსრისტი, ნესტან ლონდარიძე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, საჭიროა, ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს მოლაპარაკებათა მრავალპარტიული ფორმატის შექმნას, რათა, დისკუსიის შედეგად, მოხდეს ახალი საარჩევნო სისტემის ინიცირება. 
 

ახალი ამბები