კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლევან კორტავას საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

11 ივნისი, 2015
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გეგუთის მე-14 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის ლევან კორტავას საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოიტანა. 

მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია, სამსახურებრივი გულგრილობა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია - ამ ბრალდებებით პასუხისგებაშიმიცემულ 6 პირს სასამართლომ პირველი ინსტანციით გამოტანილი სასჯელი შეუმსუბუქა. 5 პირს, რომელთაც 15 წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, სასჯელი 3, 6 და 2 წლით შეუმსუბუქდათ.

„ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ სასჯელი შემსუბუქებულია. დანაშაულის ჩადენას ედავებიან ადამიანს, რომელიც იმ დროს იქ  საერთოდ არ იმყოფებოდა. ვიბრძოლებთ და განაჩენს უზენაეს სასამართლოში, ხოლო თუ საჭირო გახდა, შემდეგ ინსტანციებშიც გავასაჩივრებთ. ეს არის პოლიტიკური საქმე. წინა და ამჟამინდელი ხელისუფლება ამ საქმით ერთმანეთს ებრძვის, შედეგად კი, უკანონო პატიმრები ციხეში რჩებიან“, - აცხადებს ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატი, დალი სულაქველიძე.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ, ასევე, ლევან კორტავას ნათესავები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მართლმსაჯულებას პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში უნდა დაეტოვებინა.

ახალი ამბები