კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დანაშაულის მოწმე“ - ზაზა აზარიაშვილი

18 ივნისი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

16 ივნისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა დოკუმენტური ფილმის - „დანაშაულის მოწმე“ - ჩვენება გამართა. ფილმი სამართალდამცველთა მიერ ყოფილი პატიმრის ზაზა აზარიაშვილის მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და დევნის ფაქტებს ეხება. ზაზა აზარიაშვილი ყოფილი პოლიტპატიმრის, ვახტანგ მაისაიას საპატიმროში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მოწმეა. ამჟამად, იგი გლდანის მე-8 დაწესებულებაში, ქურდობის ბრალდებით, იმყოფება.

ალეკო ცქიტიშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი: ფილმი ეხება ზაზა აზარიაშვლის ტრაგიკულ ისტორიას. წინა ხელისუფლების პირობებში ეს ადამიანი იყო წამების მსხვერპლი, მაშინ, როდესაც პატიმართა წამებას ჰქონდა სისტემური დანაშაულის სახე. თუმცა, ამ ადამიანის ტრაგედია გაგრძელდა შემდგომშიც, როდესაც ის უკვე გათავისუფლდა საპატიმროდან, მაგრამ არ მოხდა მისი სამართლებრივი და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. ამავე დროს, ზაზა აზარიაშვილი პოლიტპატიმარ ვახტანგ მაისაიას საქმეში მოწმე იყო. მისი განცხადებით, მას ავალებდნენ ვახტანგ მაისაიას ლიკვიდაციას. ამის თაობაზე პროკურატურაში არსებობს ადამიანის უფლებათა ცენტრის განაცხადი, რომლითაც მოვითხოვთ ამ საქმის გამოძიებას. მასზე, როგორც მოწმეზე, გამუდმებით ზეწოლა ხდებოდა. ბოლოს, სამწუხაროდ, ისე დამთავრდა, რომ ზაზა აზარიაშვილი კვლავ საპატიმროში აღმოჩნდა.

თამარ ავალიანი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი: ზაზა აზარიაშვილი 2013 წლის ივლისის თვეში, ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლდა. იგი არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. დღეს კარგად ჩანს, რომ სახელმწიფო არ ახორციელებს ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას, წამების მსხვერპლი პატიმრების საქმეების გამოძიებასა და სასჯელის მოხდის შემდეგ ასათანადო მკურნალობას. დღეს აზარიაშვილი გლდანის მე-8 დაწესებულებაში იმყოფება, მას ბრალად ედება ქურდობა წყნეთის ტერიტორიაზე.

ჯემალ გუნდიშვილი, ყოფილი პოლიტპატიმარი: ადამიანს აიძულებდნენ, მოეკლა თანასაკნელი, ასევე თავის თავზე აეღო მაცივრის მოპარვა, რომელიც არ გამოუვიდათ, რადგან საქმეში ადვოკატები დროულად ჩაერთვნენ.  ყოველივე ამის შემდეგ, უნიჭო სცენარით არის ყველაფერი გაკეთებული, რომ ისევ მაცივრის მოპარვაზე დაითანხმეს, თან დაითანხმეს ვითომ კრიმინალების მხრიდან, რომლებიც მასვე აიძულებდნენ გამოეტანა ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი. ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული. 

ვახტანგ მაისაია, ყოფილი პოლიტპატიმარი: ზაზა აზარიაშვილი იყო ჩემი თანასაკნელი და, ბუნებრივია, მის მიერ შემდგომში მიცემული ჩვენებებით, ფაქტობრივად, დადასტურდა, რომ ჩემი ლიკვიდაცია იგეგმებოდა. მეორე ადამიანი ლევან ოგანეზოვი, რომელიც, სავარაუდოდ, იყო თანაორგანიზატორი ე.წ. არშემდგარი მკვლელობისა ამჟამად არის გაქცეული და მას მთავარი პროკურატურა ეძებს.

ახალი ამბები