კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კანონდარღვევა გორის მერიაში

25 ივნისი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

15 ივნისს გორის მერიაში გამარტივებული ტენდერი გაიმართა. სატენდერო კომისიას ქალაქის მერი ხელმძღვანელობდა. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია ,,ვერელი +“ იღებდა მონაწილეობას. სატენდერო კომისიამ აღნიშნულ სხდომაზე  სამშენებლო კომპანიას სამდღიანი ვადა მისცა სატენდერო განცხადში ცვლილებების შესატანად. 
 
გორის მერიის სატენდერო  კომისიის თავმჯდომარეს, ამავდროულად, ქალაქის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს და შპს ,,ვერელი+“-ის  მფლობელს   ერთმანეთთან მეორე რიგის ნათესაობა  აკავშირებთ, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით ინტერესთა კონფლიქტს ქმნის. კანონის მიხედვით, ზურაბ ჯირკველიშვილს არ ჰქონდა უფლება იმ კომისიის თავმჯდომარე ყოფილიყო, სადაც შპს ,,ვერელი+“-ის სატენდერო განცხადი განიხილებოდა. აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქალაქის მერის სიძე (დის ქმარი) როსტომ მიხანაშვილია.  

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი პირდაპირ ითვალიწინებს და უთითებს საგადასახადო კანონმდებლობას, სადაც მითითებულია რიგითობა იმ ადამინებისა, რომლებიც არიან ინტერესთა კონფლიქტში. ამის გათვალისწინებით, სიძე-ცოლისძმა ინტერესთა კონფლიქტში მყოფად მიიჩნევა“, - განაცხადა „საიას“ რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ქეთი ბებიაშვილმა.
იურისტების განცხადებით, ქალაქის მერს კომისიის მუშაობასა და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ უნდა მიეღო. 

გორის მერის მხრიდან კანონის დარღვევამ სამართლებრივი სივრციდან და შეფასებებიდან პოლიტიკურ ველზეც გადაინაცვლა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციაში პრესკონფერენცია გამართეს და გორის მერი ნეპოტიზმსა და კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულეს. 
 
,,იმ დროს, როდესაც სატენდერო კომისიის თავმჯდომარე არის გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და გამარტივებულ ტენდერში გამარჯვებული ფირმის მფლობელი როსტომ მიხანაშვილია, ამით კანონის უხეში დარღვევა ხდება. აღნიშნულ კორუფციულ სქემაში ჩართულია შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია, რომელსაც ზედამხედველობის ფუნქცია გააჩნია, თუმცა ამ ფაქტზე არ რეაგირებს, რადგან გუბერნატორის, ზურაბ რუსიშვილის ადმინისტრაციის უფროსი  სოფო მიხანაშვილია -  როსტომ მიხანაშვილის შვილი და გორის მერის დისშვილი",- განაცხადა ენმ-ის გორის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, კახა ტოლიაშვილმა. 

გორის მერიამ ტენდერი ჩაშლილად გამოაცხადა, თუმცა მერიის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განაცხადებაში არაფერია ნათქვამი ინტერესთა კონფლიტზე და ტენდერის ჩაშლის მიზეზად კომპანიის მხრიდან მოთხოვნების შეუსრულებლობა დასახელდა.  

 ,,ქალაქ გორში ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული  ტენდერი  უარყოფითი შედეგით დასრულდა. ელექტრონული გამარტივებული ტენდერის პრეტენდენტმა შპს „ვერელი +" - მა ვერ გადალახა შერჩევა/ შეფასების ეტაპი. შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის 2015 წლის 19 ივნისის სხდომის №3 ოქმის გადაწყვეტილებით მიეცა დისკვალიფიკაცია" - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამარტივებული ტენდერი ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ქუჩის ასფალტის საფარის სარეაბილიტაციო  სამუშაოებისთვის გამოცხადდა, რომლის ღირებულება 775 458 ლარს შედგენდა. გორის მერიას აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ხელახალი ტენდერის გამოცხადება მოუწევს.   

ახალი ამბები