კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ეკონომიკის სამინისტროს შენობების გადაცემაზე უარი უთხრა

26 ივნისი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მერიისაგან ეკონომიკის სამინისტრო  საბავშვო ბაღის ოთხი შენობის გადაცემას ითხოვს, რათა ფართი იძულებით გადაადგილებულ პირებს დაუკანონონ. ამჟამად, ოთხივე შენობაში დევნილებია დროებით შესახლებული. გორის მერიას კი საბავშვო ბაღის ხუთი შენობა აქვს დაქირავებული, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან თვეში 4 000 ლარი იხარჯება. 

საკრებულოს დეპუტატებმა საკითხის განხილვისას განაცხადეს, რომ თვითმმართველობას არ აქვს ისეთი ფინანსური მდგომარეობა, რომ სამინისტროს უძრავ და მოძრავ ქონებას ჩუქნიდეს.

„ჩვენ დევნილებთან პრობლემა არ გვაქვს, საკითხს მხოლოდ იმის გამო არ ვუჭერთ მხარს, რომ 5 შენობა გვაქვს დაქირავებული და გორის მერიას არ აქვს ის ფინანსური მდგომარეობა, რომ ეკონომიკის სამინისტროს შენობები გადასცეს. მით უმეტეს, რომ დევნილებისთვის გორში კორპუსების მშენებლობა იწყება, ვიდრე კორპუსები არ აშენდება, მათ საბავშვო ბაღის შენობიდან არავინ გამოასახლებს“,- განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა თამარ თედლიაშვილმა.

საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვას ის დევნილებიც ესწრებოდნენ, რომლებიც შენობის დაკანონებას ითხოვენ. სხდომაზე საკითხის ჩავარდნას მათი პროტესტი მოჰყვა.

დეპუტატებმა, რომლებმაც საკითხს მხარი დაუჭირეს, აღნიშნეს, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ დაგეგმილი საცხოვრებელი კორპუსები ყველა დევნილისთვის საკმარისი არ იქნება. ისინი ბაღის შენობების გადაცემის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა ოპოზიციის განცხადებით, აღნიშნული პრობლემა სამინისტრომ უნდა მოაგვაროს და არა გორის მერიამ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ნინო ზურაბიშვილის განცხადებით, დევნილები საცხოვრებელი ფართით გორის მერიამ უნდა უზრუნველყოს. 

ოპოზიციის წარმომადგენლის, რამაზ იოსელიანის განცხადებით, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პრემიების აღებისაგან თავი უნდა შეიკავონ: ,,საკრებულოს და მერიას ერთ თვეში აღებული აქვს 180 ათასი ლარის ოდენობით  პრემია. ეს თანხა რომ მიზნობრივად გამოეყენებინათ, თუნდაც ერთ საბავშვო ბაღს ავაშენებდით“.

ეკონომიკის სამინისტროსთვის საბავშვო ბაღის შენობების გადაცემის საკითხი სხდომაზე ჩავარდა, თუმცა გორის მერიამ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თხოვნის საფუძველზე, სამი კორპუსის ასაშენებლად კომბინატის დასახლებაში ტერიტორია გამოყო.

ახალი ამბები