კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღე

3 ივლისი, 2015
 
ნინო წოწორია

 
26 ივნისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დისკუსია გამართა. შეხვედრაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა სხვადასხვა კუთხით განიხილეს და იმ გამოწვევებსა და წინ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს, რომლებიც საპატიმროების პრობლემებსა და რეაბილიტაციის საკითხებს ასახავს.

„26 ივნისი ეს არის წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღე. წლევანდელ წელს ამ დღის მთავრი თემა რეაბილიტაციის უფლება იყო. წამება ეს არის, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე დარღვევა და მეორე მხრივ, მატრავმირებელი მოვლენა იმ ადამიანებისთვის, ვინც დაექვემდებარა იმ სისასტიკეს“, - განაცხადა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა ლელა ცისკარიშვილმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებებში მონიტორინგს უკვე მეხუთე თვეა ახორციელებს. მონიტორინგის შედეგად დაწესებულებებში სხვადასხვა პრობლემა გამოვლინდა. პატიმრები ძირითადად ჯანდაცვის და არასათანადო მკურნალობის პრობლემებს ასახელებენ.

„არასათანადო ჯანდაცვა არასათანადო მოპყრობას, იგივე წამებას უტოლდება. მსჯავრდებულები აღნიშნავენ, რომ მათი სათანადო მკურნალობა არ ხდება. სირთულეს ქმნის  გეგმიური ოპერაციების ჩატარების ე.წ. ელექტრონული რიგი და შემდგომში პოსტოპერაციული მკურნალობა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ხშირ შემთხვევაში მსჯავრდებულებს არ მიეწოდებათ ის მედიკამენტები, რომლებიც მათ დაუნიშნეს და ჯენერიკი მედიკამენტებით ჩანაცვლება უწევთ, რაც  მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის  გაუმჯობესების კუთხით შედეგს არ იღებს“, - განაცხადა Humanrights.ge-სთან საუბრისას ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა თამარ ლუკავამ. 

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჯანდაცვის საკითხებთან ერთად კიდევ ერთი პრობლემაა პატიმრების ე.წ. სრული შემოწმება.
„როდესაც მსჯავრდებული გადაჰყავთ სასამსართლო პროცესზე წარსადგენად ან სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად, მათ  სრული შემოწმება უტარდებათ, რომელიც დაწესებულების კონკრეტული თანამშრომლის წინაშე სრულ გაშიშვლებას  გულისხმობს. მსჯავრდებულების თქმით, ეს მათთვის ღირსების შემლახავია და  სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“, - ამბობს თამარ ლუკავა.

წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღე 1997 წლიდან 200-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. აღნიშნულ კამპანიას საქართველო უკვე რამდენიმე წელია უერთდება.

ახალი ამბები