კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კანონ-პროექტის განხილვა დაიწყო

7 ივლისი, 2015
 
ნინო ქიმაძე

30 ივნისს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გოგა ხაჩიძემ  მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კანონ-პროექტი 
წარადგინა.

აღნიშნული კანონ-პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. როგორც კომიტეტის სხდომაზე 
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ აღნიშნა, მოქმედი კანონმდებლობით, მარიხუანას მხოლოდ მოხმარება, პირველ ჯერზე, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით დაჯარიმებას, ხოლო განმორებით შემთხვევაში, ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. კანონ-პროექტის თანახმად კი, მარიხუანას მოხმარება, პირველ ჯერზე, ასი ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში - სამასი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ხაჩიძის განცხადებით, მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ უნდა მიეცეს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ კანონი უფრო ლიბერალური უნდა გახდეს. გოგა ხაჩიძის თქმით, მარიხუანას მოხმარებისთვის სანქციების შემსუბუქება არ გულისხმობს მის ლეგალიზაციას: 

„კანონ-პროექტი ითვალისწინებს მარიხუანას მხოლოდ მცირე რაოდენობით მოხმარების დეკრიმინალიზაციას და არა შენახვასა და გავრცელებას“.

ხაჩიძის თქმით, აღნიშნული კანონ-პროექტი პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალია: „იმ დროს,  როდესაც ინიციატივა მოვამზადე, არ ვიყავი არცერთი პარტიის წევრი და მივიჩნევ, რომ გადაწყვეტილების მისაღებად ეს მნიშვნელოვანი მომენტია.“

დეპუტატის ამ განცხადებას მმართველი გუნდის წევრები გამოეხმაურნენ და მას პოლიტიკური წარსული შეახსენეს. 

უმრავლესობის წევრების,  ზაზა პაპუაშვილისა და გედევან ფოფხაძის განცხადებით, კანონში შეტანილი ცვლილება გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება, რაც შეიძლება,  მარიხუანას მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდით გამოიხატოს.

პარლამენტში აღნიშნული კანონ-პროექტის განხილვას ესწრებოდა ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, გელა ლეჟავაც. მისი განცხადებით, დაუშვებელია მარიხუანას დეკრიმინალიზაცია.

კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არის მარიხუანა დეკრიმინალიზებული და მსგავსი გადაწყვეტილების მიღება გარკვეული სახის პასუხისმგებლობასთან ასოცირდება.

გოგა ხაჩიძის ინიციატივით, წარმოდგენილი კანონ-პროექტის პირველადი მოსმენისას, კომიტეტის წევრებმა შეიმუშავეს 273-ე მუხლის ცვლილების ალტერნატიული გზა, კერძოდ, ამ მუხლისთვის თავისუფლების აღკვეთის პუნქტის ჩამოშორება. 

საკანონმდებლო ორგანოში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კანონ-პროექტის განხილვა მომავალშიც გაგრძელდება.
 

ახალი ამბები