07:51, Monday, 20.01.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჯილეხის გავრცელების გამო კარდენახში კარანტინი გამოცხადდება

14.07.2015

 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში  საქონლის ხორცში აღმოჩენილი ჯილეხის გამო სოფელში კარანტინი გამოცხადდება.

კარდენახში საქონლის ხორცით 10 ადამიანი დაინფიცირდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ინფიცირებულებს კანზე გამონაყარი აღენიშნებოდათ.
 
როგორც humanrights.ge–ს სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა, ზურაბ ვეფხიშვილმა განუცხადა, ხორცის ნიმუში გააგზავნეს ორ ლაბორატორიაში და ჯილეხი, ანუ ციმბირის წყლული, ლაბორატორიულად დადასტურდა.
 
„ჩვენ ორ ლაბორატორიაში გავაგზავნეთ ხორცის ნიმუში და ორივეგან ჯილეხი დადასტურდა. ვფიქრობთ, ინფიცირებულ ადამიანებშიც იგივე აღმოჩნდება“,– განაცხადა ზურაბ ვეფხიშვილმა.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგის, ლალი ბაცანაძის თქმით, ციმბირის წყლული ადამიანებშიც გამოვლინდა, მაგრამ  უმრავლესობას მარტივი ფორმით დაუდგინდა - მხოლოდ კანის ფორმის, სისხლში კი არ აღმოჩნდა. სამი ადამიანის მდგომარეობა კი ჯერ ისევ საეჭვოა, რადგან არ არის დადასტურებული არიან თუ არა  ინფიცირებულები. 

„თუ  ჯილეხი აღმოაჩნდათ ისინიც  დარჩებიან და მკურნალობას გააგრძელებენ ინფექციური პათოლოგიის ცენტრში. დანარჩენებს აღმოაჩნდათ კანის ფორმის ციმბირის წყლული, რომელიც სისხლში არ იყო გადასული“,–განაცხადა ეპიდემიოლოგმა.

დაავადების გამომწვევ მიზეზს ადგილზე სურსათის ეროვნული სააგენტო და ჯანდაცვის სამსახური იკვლევდა. 

ზურაბ ვეფხიშვილის თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების კერაში  უფასო ვაქცინაციას ჩაუტარებს ყველა ცხოველს. ჯანდაცვის სამინისტრომ კი მოსახლეობას უნდა გაუწიოს სათანადო დახმარება.

„სოფელში მთლიანად აიცრება წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი. სადაც დაკლული იყო იმ ადგილას მოხდება დეზინფექცია და დაკონსერვება. დაავადების გამომწვევ მიზეზებს ვერ გეტყვით, რადგან არ არის დადგენილი. გუბერნიას ვაცნობებთ, რომ საშიშროების გაქრობამდე  სოფელში კარანტინი გამოცხადდეს“, -  აღნიშნა  ვეფხიშვილმა.

როგორც humanrights.ge–სთვის გახდა ცნობილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა კარდენახში ჯილეხის საწინააღმდეგო აცრების ჩატარება  დაიწყეს. 

„10 ივლისს  სოფელში შემოვიდა ვეტექიმების ჯგუფი. 400–ზე მეტი საქონელი უკვე ავცერით. რაც შეეხება მოსახლეობას, 10 ადამიანი იყო დაინფიცირებული. ყველამ ჩაიტარა ლაბორატორიული გამოკვლევა, მაგრამ მხოლოდ ორ ადამიანს -  1 მამაკაცს და 1 ქალბატონს აღმოაჩნდათ ციმბირის წყლული გართულებული ფორმით, რის გამოც საავადმყოფოში დავაწვინეთ. დანარჩენები გამოწერეს, რადგან მხოლოდ ჯილეხის კანის ფორმა აღმოაჩნდათ. ყველას სათანადო მკურნალობა უტარდება“, –აღნიშნა ალექსანდრე ტურაშვილმა.
  
ჯილეხი მწვავე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა. ინფექციის ძირითადი წყარო დაავადებული შინაური ცხოველია, განსაკუთრებით - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC