კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საოკუპაციო ხაზის ახალი მდებარეობა

14 ივლისი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

10 ივლისს,  რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. ,,საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერები საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე 300 მეტრით გადმოწიეს.  საოკუპაციო ხაზის ახალი კოორდინატების მიხედვით, ბაქო-სუფსას   ნავთობსადენის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიზე  მოექცა. 

სოფელ  ხურვალეთის მაცხოვრებლების განცხადებით, აღნიშნული ბანერების მონტაჟის საფუძველზე, სოფლის კუთვნილი მიწების ნახევარზე მეტი ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.  ადგილობრივებს 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე ხორბალი და ქერი აქვთ დათესილი.  მოსავალს რომ ვეღარ აიღებენ ამის შესახებ ხურვალეთში მაცხოვრებლები ოკუპირებული ტერიტორიაზე დისლოცირებულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა უკვე გააფრთხილეს.   მცოცავი ოკუპაციის შედეგად, ხურვალეთის და წითელუბნის მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო მიწების და საძოვრების გარეშე დარჩნენ. 

12 ივლის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ენუქიძე კონფლიქტის ზონაში ჩავიდნენ და შექმნილი ვითარების გაცნობის შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთეს.

„რომელ საერთაშორისო ნორმებზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა ვხედავთ ადამიანების დაჩაგვრას, აბუჩად აგდებას. ეს ძალიან სახიფათო პროვოკაციაა და შეიძლება, ისეთი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რომ სიტუაცია უკონტროლო გახდეს. ორივე მხარეს არსებობს იარაღის გარკვეული რაოდენობა. მოსახლეობის დიდი ნაწილი მიღებული ზარალის გამო გაბოროტებულია. სწორედ ამიტომ დესტაბილიზაციის საფრთხე ნამდვილად არსებობს. ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი პრაღაში. მართალია, ამ შეხვედრის ფორმატი არ ითვალისწინებს ასეთ ფაქტებზე მსჯელობას, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ამ თემაზე პრაღაში უმწვავესი საუბარი იქნება. ამით დაიწყება და ამით დამთავრდება საუბარი",- განაცხადა პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.
 
რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს მომხდარს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ენუქიძე.

„ძველი ბანერიდან ცენტრალური ავტომაგისტრალის მიმართულებით, დაახლოებით, 300 მეტრით არის გადმოწეული ახალი ბანერი. ეს ყველაფერი კი, მიმართულია რეგიონში დესტაბილიზაციის გამოწვევისკენ. მოგეხსენებათ, ამავე ტერიტორიაზე გადის ბაქო-სუფსის ტერმინალის ნავთობსადენიც. გარკვეული მონაკვეთები, მორიგი უკანონო ქმედებით ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ფაქტი გარკვეული ვაჭრობის თემა გახდეს და იყოს გარკვეული წინადადებები", - განაცხადა შალვა ენუქიძემ.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების გარადა, ხურვალეთში იმყოფებოდნენ ოპოზიციის და არსამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ხელისუფლებას და ქვეყანაში აკრედიტირებულ საერთაშორისო დიპლომატიურ კორპუსებს ადგილზე ჩასვლისკენ და სიტუაციის შეფასებისკენ მოუწოდებდნენ.
 

ახალი ამბები