კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რიგგარეშე შეხვედრა ერგნეთში 20 ივლისს გაიმართება

20 ივლისი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

16 ივლისს ხურვალეთისა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული და ოსური შეიარაღებული ფორმიანები იყვნენ მობილიზებული. მათ ადგილობრივ მცხოვრებლებს მოსავლის აღების საშუალება არ მისცეს. ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებისაგან ითხოვენ და სიტუაციის გართულებას მედიის წარმომადგენლების მიერ სამხრეთ ოსეთის  ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერის დემონტაჟს უკავშირებენ.

 შეიარაღებულ პირებთან ერთად ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რობერტ გაზაევიც იმყოფებოდა. 

„აქ გადის სამხრეთ ოსეთის ე.წ. „სახელმწიფო საზღვარი“ და იმ შემთხვევაში, თუ გადაადგილებისგან თავს არ შეიკავებთ შესაბამის ზომებს მივიღებთ", - განუცხადა   ქართველ ჟურნალისტებს რობერტ გაზაევმა. მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, კონფლიქტის ზონაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯელობა ორშაბათს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ფორმატში დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე შედგება. 

რიგგარეშე  შეხვედრის გამართვა ოსურმა მხარემ მოითხოვა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუმდგომლობით  და ქართულ მახარესთან შეთანხმებით,  შეხვედრა ერგნეთში   20 ივლისს  არის ჩანიშნული.

ცხინვალში მაუწყებელი ტელეკომპანია ,,ირისთვის“  მიცემულ ინტერვიუში   ცხინვალის დე-ფატო მთავრობის მეთაურის წარმომადგენელი მურატ ჯიოევი ბოლო დღეებში საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის საპროტესტო აქციები, რომლებიც ე.წ. „საზღვართან“ მიმდინარეობს, წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა. 

„იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც ახლა საუბარი მიდის, მუშაობა და სასაზღვრო დაკვირვება ყოველთვის მიმდინარეობდა და მოსაზღვრე მხარის ყურადღებას არასდროს იქცევდა, რადგან ჩვენ სასაზღვრო ხაზი არასდროს დაგვირღვევია. ახლა ეს ხელოვნურად გაბერილი პროცესია. ჩვენ მაინც გავაგრძელებთ მუშაობას სასაზღვრო ხაზის დასადგენად,“ - განაცხადა მურატ ჯიოევმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. 
„ჩვენ მაქსიმალურად ფრთხილ და კონსტრუქციულ პოლიტიკას ვაწარმოებთ, მაგრამ არასოდეს შევგუებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. ეს არის ჩვენი პრინციპული მიდგომა, რომელიც არასოდეს შეიცვლება.  არაფრის ფასად არ ვაპირებთ რაიმე კომპრომისზე წავიდეთ ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, თუმცა ეს არის ხანგრძლივი პროცესი, ვინაიდან წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებს თანმიმდევრულად ჭკვიანური პოლიტიკით უნდა გავუმკლავდეთ და არა უპასუხისმგებლო, ემოციური, გაუაზრებელი ყვირილით და ხმაურით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით,  საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო სამი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ მართლაც სურს შერიგება აფხაზ და ოს ძმებთან. მისივე თქმით, სააშკარაოზე არ გამოაქვს მთელი რიგი ის დადებითი ნაბიჯები, რომელიც შერიგების მიმართულებით გადაიდგა.

ახალი ამბები