ლელა ხეჩოშვილი, კახეთი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ინტენსიური წვიმის შედეგად სოფლის ხევი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა 30 საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დატბორა. სტიქიის ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მოსავალი გაანადგურა, წაიღო ატმისა და პამიდვრის ბაღები.
ახაშენის გამგებლის წარმომადგენლის, გიორგი მელექსიშვილის განცხადებით, შეიქმნება კომისია, რომელიც სტიქიის შედეგად გამოწვეულ ზარალს დაითვლის და დაზარალებულებს ზარალს აუნაზღაურებენ.
სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებიც დააზარალა. მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის განცხადებით, ვისაც მოსავალი დაზღვეული აქვს ზარალი აუნაზღაურდება.