კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს

4 აგვისტო, 2015
ნინო წოწორია

 
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა მცხეთის მუნიციპალიტეტში 15 თებერვლიდან 15 ივნისის პერიოდში საკრებულოს სხდომების მონიტორინგი განახორციელეს და სპეციალური კითხვარის საშუალებით სოფელ მუხათგვერდის მაცხოვრებლები გამოკითხეს. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სოფელს გაზიფიცირებისა და წყლის პრობლემა აქვს, ამასთანავე, სოფელში არ არის საბავშვო ბაღი და სკოლა, რის გამოც მოსახლეობას შვილების სასწავლებლად ტარება მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებსა და ქალაქ მცხეთაში უწევთ.

მოსახლეობის გამოკითხვის დროს უფლებადამცველები ერთ-ერთ ადგილობრივ მცხოვრებელს, მარიამ ფირუზაშვილს შეხვდნენ, რომელსაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო დაზიანებული საცხოვრებელი სახლის შეკეთება არ შეუძლია და სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში უწევს ცხოვრება. როგორც მარიამ ფირუზაშვილმა ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებს განუცხადა, სახურავია დაზიანებული, რის გამოც სახლის ორივე სართული სველდება და კედლების ჩამონგრევის საშიშროებას ქმნის. ფირუზაშვილმა გამგეობას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართა, თუმცა, პასუხი არ მიუღია. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მარიამ ფირუზაშვილის პრობლემის გასარკვევად მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუკავშირდა. გამგებელ, ზურაბ აბესაძის ოფიციალური პასუხის თანახმად, მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში მოსახლეობის სამშენებლო მასალებით დასახმარებლად თანხები არ არის გამოყოფილი. გამგეობას აღწერილი და შეტანილი აქვს საცხოვრებელი სახლი დაზიანებულ მოსახლეთა სიაში.

„მას შემდეგ, რაც მცხეთის მუნიციპალიტეტს გამოეყოფა შესაბამისი თანხები მოსახლეობისთვის დაზიანებული სახლების სარეაბილიტაციოდ, იგი განახორციელებს მასალების განაწილებას და მარიამ ფირუზაშვილი გამგეობის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ ინფორმირებული იქნება“, - წერია ზურაბ აბესაძის ოფიციალურ წერილში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობასთან ოფიციალურ კომუნიკაციას  და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასა და დამუშავებას აგრძელებს.


ახალი ამბები