კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

7 აგვისტო, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი
                                 
შიდა ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, გიორგი თოთლაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.   თოთლაძის სამსახურიდან წასვლის რამდენიმე ვერსიაზეა საუბარი, მათგან ერთ-ერთად გუბერნატორთან ზურაბ რუსიშვილთან დაპირისპირება სახელდება. თუმცა, ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია არც თოთლაძეს და არც თავად გუბერნატორს.
,,ყველასათვის ცნობილია, რომ გუბერანატორი ერიდება ხალხთან კონტაქტს, არის კარჩაკეტილი. გიორგი თოთლაძე კი ყოველთვის ითხოვდა მეტ კომუნიკაციას და ჩემი ვარაუდით, სწორედ ეს უნდა გამხდარიყო უთანხმოების მიზეზი“,- განაცხადა ქალაქის საკებულოს წევრმა, თამარ თედლიაშვილმა.
თოთლაძის სამსახურიდან წასვლა მოულოდნელი იყო ,,ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებისთვის. 
,,არ მინდა, ჭორებს ავყვე და  კულუარებიდან ნათქვამი სიტყვები გავიმეორო.  მჯერა და მწამს, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი და გიორგის წასვლა მის დაწინაურებას უკავშირდება“ ,- აღნიშნა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირმა პაპიძემ.
შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან ზურაბ რუსიშვილისა და გიორგი თოთლაძის დაპირისპირების შესახებ არაფერი იცის.

გიორგი თოთლაძე 2012 წლის საპარალმენტო არჩვენების წინ ,,ქართული ოცნების“ ქარელის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო, 20013 წლის დეკმბრის თვეში დაინიშნა გუბერნატორის პირველ მოადგილედ.  შიდა ქართლის გუბერნატორს შტატით გათავლიწილებული ოთხივე მოადგილე დანიშნული ჰყავდა, თოთლაძის წასვლის შემდეგ პირველი მოადგილის თანამდებობა  3 დღეა უკვე, რაც ვაკანტურია.

ახალი ამბები