კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყვარლის საავადმყოფოს ინტოქსიკაციის ნიშნებით 130–მა პაციენტმა მიმართა

7 აგვისტო, 2015
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

4 -5 აგვისტოს ყვარლის რაიონულ საავადმყოფოს ინტოქსიკაციის ნიშნებით 130–მა ადამიანმა მიმართა. პაციენტებს საერთო ჩივილები აღენიშნებოდათ: ღებინება, თავბრუსხვევა და მაღალი ტამპერატურა. მოწამლულთა  უმრავლესობა 2–დან 8 წლამდე ასაკის ბავშვია. 5 აგვისტოს, ოთხი მოზარდი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ყვარლის  საავადმყოფოში მასობრივი მოწამვლის ფაქტს ადასტურებენ. თუმცა, გამომწვევი  მიზეზი ჯერჯერობით არ არის დადგენილი. ადგილობრივების ინფორმაციით, მოწამვლის მიზეზად სასმელი წყალი დასახელდა, რის გამოც, წყალმომარაგების კომპანიის მიერ მოხდა წყლის სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევისთვის გადაგზავნა. წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პირველადი ანალიზით სასმელი წყალი სიცოცხლისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამჯერად წყლის მიკრობიოლოგიური ანალიზის პასუხს ელოდებიან და  72 საათში გახდება ცნობილი, თუ რამ გამოიწვია ნეოენტეროვირუსის, სავარაუდოდ, ახალი ფორმის გავრცელება.

საავადმყოფოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებიც მუშაობდნენ. 
როგორც humanrights.ge-ს ყვარლის საავადმყოფოს მენეჯერმა ზურაბ გაუარაშვილმა აცნობა, კრიზისმა გადაიარა, საავადმყოფოში მოწამვლის სიმპტომებით პაციენტები აღარ შედიან: „საავადყოფოში მდგომარეობა სტაბილურია, კრიზისმა გადაიარა. ღამის 12 საათის შემდეგ არავინ მოუყვანიათ. სულ 133–მა  დაავადებულმა მოგვმართა“.
ყვარლის მოსახლეობის თქმით, მხოლოდ ისინი მოიწამლნენ ვინც მდინარე „ბურსას“ წყალს სვამდა. მდინარის სათავე წლების განმავლობაში არ გაწმენდილა. ამ წყალს მომხდარის შემდეგ აღარავინ სვამს და დაავადებაც შეჩერდა.

ახალი ამბები