05:00, Tuesday, 12.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ცხოვრება სტიქიით დანგრეულ სახლში

08.08.2015

 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 38 წლის გიორგი იასეშვილი ორ მცირეწლოვან ბავშვთან და მეუღლესთან ერთად ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობს. შენობა 2012 წელს სტიქიის დროს დაზიანდა, ქარიშხალმა და სეტყვამ სახურავი ჩაამტვრია. ოჯახმა მცდელობის მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარება ვერ მიიღო. თავად უკიდურესად გაჭირვებულებმა ჭერის შეკეთება დღემდე ვერ შეძლეს. 23 ივლისს მოსული ინტენსიური წვიმის შედეგად, ახაშენში ადიდებულმა და კალაპოტიდან გადმოსულმა ხევმა მათი სახლის პირველი სართული და ეზოც დატბორა. როგორც გიორგი ამბობს, მათთვის დახმარება არცერთი სტიქიის დროს არ გაუწევიათ.

„წვიმის დროს სახლში წყალი შემოვარდა, ჩემს მეუღლეს რომ არ ემარჯვა, ალბათ, დავიხრჩობოდი, წყალი ზედ მომადგა. ჩემი მეუღლე წყალს სათლებით ეზიდებოდა.  არავინ არ გვიშველა, არც სამხედროებმა.

როგორც დიასახლისი, ბელა იასეშვილი ამბობს, ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე ამაოდ მიმართა დახმარებისთვის. 

„გამგებელმა მითხრა, სტიქიით რომ იყოს თქვენი სახლი დაზიანებული დაგეხმარებოდითო. ჭერი მაინც დაგვიხურონ, რომ ბავშვებს თავშესაფარი ჰქონდეთ, სახლი ისედაც ინგრევა და  წვიმის შედეგად კედლები სულ დასველდა. ოთახებში ხან ქვა ჩამოვარდება, ხან კრამიტი. მყავს 2 წლის და 12 წლის შვილები. ბავშვები დათრგუნულები არიან. ისე გვიჭირს, საჭმელს მეზობლები გვაწვდიან, რომელთაც თავადაც უჭირთ. ბევრჯერ მშიერი დავწოლილვარ, რომ ბავშვებისთვის მეჭმია. ზოგჯერ კერძო სამუშაოზეც დავდივარ, მაგრამ ჩემს მეუღლეს ტკივილები რომ აწუხებს ნახევარ საათში ერთხელ აწევა უნდა. არავინ გვეხმარება ხელისუფლებიდან. ეტყობა, გაჭირვებულთა ბედი არავის აინტერესებს, რა ვქნა მიწა მაქვს გამოცლილი, თავზე დამენგრა ცხოვრება“, –ამბობს ბელა იასეშვილი.

როგორც humanright.ge–ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გია გერგიძემ განუცხადა, აღნიშნული ოჯახის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის და აუცილებლად გაუწევს მათ დახმარებას: „2012 წელს სტიქიის შედეგად სახლი დაუზიანდათ და არ გაუკეთეს? მაგას მივხედავ აუცილებლად, არ ვიცოდი იასეშვილების ოჯახის შესახებ. დიდი მადლობა, რომ შეგვატყობინეთ“, –აღნიშნა გამგებელმა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC