04:56, Tuesday, 12.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სავარაუდო ცემის ფაქტი და ბრალდებები სამართალდამცავთა წინააღმდეგ

08.08.2015

 
ნათია გოგოლაშვილი

6 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ცენტრმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ  პოლიციელთა მიერ ვლადიმერ ბარათაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციაზე უფლებადამცველებმა ხელისუფლებას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. 

4 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ცენტრს, სამართლებრივი დახმარების თხოვნით, მიმართა დაკავებულმა პირმა ვლადიმერ ბარათაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ  2015 წლის 3 აგვისტოს, პოლიციელებმა იგი სასტიკად ცემეს  ჯერ ისანი-სამგორის პოლიციის რაიონულ სამმართველოში, ხოლო მოგვიანებით მესამე მასივის რაიონულ განყოფილებაში. დაზიანებები და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტი ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა თამარ ავალიანმა და სახალხო დამცველის რწმუნებულმა დააფიქსირეს .

„დროებითი მოთავსების იზოლატორში  დაზარალებული ვლადიმერ ბარათაშვილი ვნახე, რომელმაც განმიცხადა, რომ ისანი-სამგორის პოლიციაში მას სასტიკად ცემეს. ვლადიმერ ბარათაშვილი ასახელებს კონკრეტულ პირს, გვარად თამაზაშვილს, რომელიც აფრიკის დასახლების პოლიციის უფროსია. ბართაშვილის თქმით, თამაზაშვილი და მისი მოადგილე პირადად იღებდნენ მის ცემაში მონაწილეობას. ვლადიმერ ბარათაშვილის ცემა შემდეგ გაგრძელდა მესამე მასივის პოლიციაში, 10-15 წუთის განმავლობაში მას რკინის გასაღების აცმით სახის არეში ურტყამდნენ და აიძულებდნენ, ეღიარებინა დანაშაული, რომელიც, ვლადიმერ ბარათაშვილის თქმით, მას არ ჩაუდენია“, - აცხადებს თამარ ავალიანი.

„როგორც კი შემიყვანეს კაბინეტში, იქ მყოფმა ხუთივე პოლიციელმა, მათ შორის გვარად თამაზაშვილმა, დამიწყეს გინება და სხვა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს მოადგილემ ხელებითა და ფეხებით დამიწყო ცემა თავის არეში, მაგინებდა და მთხოვდა მეღიარებინა, თითქოს 2015 წლის 1 აგვისტოს ვარკეთილის ბაზარში ქალს ყელიდან ცეპი ჩამოვგლიჯე, რაც არ გამიკეთებია. კაბინეტში 15 წუთის განმავლობაში ვიყავი. იქ ყოფნისას პოლიციელები გამუდმებით მაგინებდნენ და მცემდნენ“, - ვკითხულობთ ახსნა-განმარტებით წერილში, რომელიც ვლადიმერ ბარათაშვილმა დაწერა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ალეკო ცქიტიშვილისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, აუცილებელია, საქართველოში შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს შეისწავლის.

„საქართველოში პოლიციურმა ძალადობამ პიკს მიაღწია. ვლადიმერ ბარათაშვილის სავარაუდო წამება სააკაშვილის რეჟიმის დროს მომხდარ სცენარებთან ახლოსაა, რადგან პოლიციელები ბარათაშვილს მეუღლისა ან დის გაუპატიურებით დაემუქრნენ. ეს არის ზუსტად ის სცენარი, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო. ფაქტობრივად, ხელისუფლებას პოლიციის მხრიდან ძალადობა ხელიდან გაექცა, რომელმაც შეუქცევადი ხასიათი მიიღო. თუ ქვეყანაში სიტუაცია არ გამოსწორდა, რაც სააკაშვილის მაღალჩინოსნებს დაემართათ, ზუსტად იგივე დაემუქრებათ ივანიშვილის მაღალჩინოსნებსაც“, - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

„საქართველოში დღეს არსებული მექანიზმი ასეთი ტიპის შემთხვევების გამოძიებისას, არაეფექტურია. ხელისუფლება ვერ ახერხებს ეფექტურად და დროულად გამოიძიოს პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადაცდომის ფაქტები. ჩვენი რეკომენდაცია და მოთხოვნაა, რომ საქართველოში შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს შეისწავლის“, - აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მოთხოვნით ორგანიზაციებმა ერთობლივი პრესკონფერენცია  29 ივლისსაც გამართეს და პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადაცდომის კიდევ ერთ ფაქტზე ისაუბრეს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC