კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტიქია კახეთში - თუშეთი გარე სამყაროს მოწყდა

21 აგვისტო, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

20 აგვისტოს, კახეთში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად თუშეთთან მისასვლელი გზა დაზიანდა. თუშეთი გარე სამყაროს მოწყდა. ღვარცოფმა გზის 27–ე და 52 კილომეტრებზე სავალი ნაწილი წაიღო. თუშეთის მიმართულებით ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეჩერებულია.

როგორც humanrights.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, თამაზ ქავთარაშვილმა განუცხადა, ამჯერად აქტიურად მიმდინარეობს გზის  გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია  კომპანია „თუშეთ ავტოგზის“ სპეციალური მძიმე ტექნიკა.

მისივე თქმით, 22 აგვისტოსთვის დაგეგმილი დღესასწაული „თუშეთობა“ შეუძლებელია, რომ ჩატარდეს, რადგან  სტიქიისგან გამოწვეული დაზიანებების გამო, თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა ვერ მოხერხდება. ამიტომ „თუშეთობა“ 29 აგვისტოს გადაიდო.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გზის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დილიდანვე გასულია შესაბამისი ტექნიკა და ასუფთავებენ. ზუსტად არ ვიცით დღეს მოესწრება თუ არა გზის გახსნა, მაგრამ რომც მოესწროს, ხვალ დილითვე თუშეთში ასვლა და ღონისძიების ჩატარება შეუძლებელი იქნება. ამიტომ „თუშეთობა“ გადავდეთ“ – აღნიშნა თამაზ ქავთარაშვილმა.

20 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა ყვარლის, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები დააზარალა. განადგურებულია ვენახები,  საზამთროს ბაღები და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და სარდაფები.

ქარიშხალმა  მოგლიჯა ხეებიც, რომელმაც ლაგოდეხი-ყვარლის ცენტრალური მაგისტრალი ჩახერგა და მოძრაობა იყო შეზღუდული. მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ ლაგოდეხის სოფლებში და დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან წყალს ტუმბავდნენ. ზარალის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. დაზარალებულ სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ახალი ამბები