კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველმა გიორგი ოქროპირიძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

24 აგვისტო, 2015
 
Ombudsman.ge

საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას, ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც მას ბრალი ედება დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენაში, რომელსაც თან ერთვის ბრალდება მძიმე დანაშაულში, ჩადენილი პირადი მოტივით (გათვალისწინებული სსკ 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) და ცრუ ჩვენების მიცემაში, რომელსაც ერთვის ბრალდება მძიმე დანაშაულში (გათვალისწინებული სსკ 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით). 

სახალხო დამცველის მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრების წარდგენა განაპირობა წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო პოლიტიკისათვის განსახილველი საკითხის მნიშვნელობამ.  

სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში განმარტებულია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებისთვის მიწოდებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაციის გამო, პატიმრის პასუხისგებაში მიცემა იქნება სახელმწიფოს მიერ, ეროვნული თუ საერთაშორისო ნორმებით ნაკისრი პოზიტიური ვალდებულების დარღვევა. მოცემული შემთხვევა და მით უფრო მისი პრაქტიკად ქცევა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის რეალური საფრთხის გამო, ყველა სხვა თავისუფლებააღკვეთილი პირის მიერ წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის შესახებ საჩივრის წარდგენისგან თავის შეკავების რისკს შექმნის. ეს კი თავის მხრივ, წამების და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის შემაფერხებელ უპირობო გარემოებად იქცევა.


ახალი ამბები