კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგარეჯოში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ხიდაშელია

2 სექტემბერი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

კოალიცია „ქართულმა ოცნებამ” საგარეჯოს რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად თამარ ხიდაშელი წარადგინა. თამარ ხიდაშელი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარეა. ის ორი ვადით იყო არჩეული „საიას“ თავმჯდომარედ. შემდეგ ის მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამაში (UNDP). თამარ ხიდაშელის კანდიდატურა პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე დაასახელა.
 
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კოალიციისთვის მნიშვნელოვანია, კვალიფიციური ქალების პოლიტიკაში ჩართვა. 
 „რაც შეეხება საარჩევნო პროგრამას, მცირე დროა დარჩენილი არჩევნებამდე და მთავარი დაპირება იქნება ქალბატონ თინათინ ხიდაშელის მიერ მიცემული დაპირებების ბოლომდე მიყვანა“, – განაცხადა თამარ ხიდაშელმა წარდგენის შემდეგ.

საგარეჯოს გარდა, შუალედური საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს მარტვილშიც. მარტვილში კი „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი სოსო დანელიაა. პრემიერის განცხადებით, დანელია იტალიაში დიპლომატიურ მისიაში მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ამ ორი რაიონის ამომრჩეველს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავს, რადგან მარტვილის მაჟორიტარი რამდენიმე თვის წინ ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, საგარეჯოს მაჟორიტარი თინა ხიდაშელი კი, თავდაცვის მინისტრი გახდა.
შუალედურ არჩევნებში მონაწილეობს „პატრიოტთა ალიანსი“, საიადანაც საგარეჯოს რაიონში კენჭს ირმა ინაშვილი იყრის.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, ასევე,  ,,ნაციონალური მოძრაობა” შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. როგორც humanrights.ge -ს ნაციონალური მოძრაობის კახეთის ორგანიზაციის  ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა განუცხადა, ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას, ისინი ოფიციალურად უცხადებენ  ბოიკოტს  შუალედურ არჩევნებს საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით.

ახალი ამბები