კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იმპიჩმენტის საკითხები საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წერიგიდან მოხსნეს

10 სექტემბერი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი
                                 
ქალაქ გორის საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ ქალაქის მერის, საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის იმპიჩმენტის განცხადებები 2 სეტემბერს დანიშნული საკრებულოს რიგგარეშე სხდომიდან  უკან გაითხოვა. ამის მიზეზად ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარის მხიდან რეგლამენტის დარღვევით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნა დაასხელა.  მათი  უკმაყოფილება გამოიწვია  სხდომის  იმ დროს დანიშვნამ,  როდესაც იმპიჩმენტის მომხრე დეპუტატებიდან ერთ-ერთი, ზურაბ როსებაშვილი სამსახურეობრივი მივლინებით ნორვეგიაში  იმყოფება. 

 „ჩვენი განცხადებები გამოვითხოვეთ, რადგან რიგგარეშე სხდომა რეგლამეტის დარღვევით დაინიშნა. იმპიჩმენტის საკითხების დაყენებას ვითხოვდით გეგმიურ სხდომაზე, რომელიც 4 სეტემბერს არის ჩანიშნული, ზურაბ როსებაშვილი ნორვეგიიდან  ამ დროისთვის უკვე დაბრუნებული იქნებოდა.  გაიგეს, რომ ერთი გადამწყვეტი ხმა გვაკლდებოდა  და სასწრაფოდ დანიშნეს ეს სხდომა. ჩვენ ამ სხდომისთვის არ ვიყავით მზად და გამოვითხოვეთ უკან საკითხები“,- განაცხადა საკრებულოს წევრმა, ილია მეტრეველმა.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მას რიგგარეშე სხდომის დანიშვნით რეგლამენტი არ დაურღვევია.

კანონის მიხედვით, 15 კაციან საკრებულოს შემადგენლობაში ქალაქის მერისთვის უნდობლობის  გამოსაცხადებლად 10 ხმაა საჭირო, საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და კომისიის თავმჯდომარის გადაყებისთვის  კი - 8 ხმა.

ახალი ამბები