კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციამ გამარტივებულ შესყიდვაზე გამგებელს თანხმობა არ მისცა

11 სექტემბერი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

სტიქიის შედეგად დაზიანებული ახაშნის ხევის რეაბილიტაციისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარეზერვო ფონდიდან 55 000 ლარი გამოიყო. ახაშნის ხევის გაწმენდასთან დაკავშირებული საკითხი საკრებულოს სესიაზე განიხილეს.

 სესიაზე განხილული საკითხი ოპოზიციამ გააპროტესტა. მათ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის საკითხს მხარი არ დაუჭირეს და კორუფციულ გარიგებაზე გააკეთეს განცხადებები, რამაც ხმაური და დაპირისპირება გამოიწვია.

„სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 55 ათასი ლარი. დახმარებისთვის მთავრობას მივმართეთ, თუმცა მათ ვერ დაგვაფინანსეს. დეპუტატების ნაწილმა გამარტივებულ შესყიდვაზე უარი განაცხადა და ამიტომ გამარჯვებული კომპანია ტენდერის გზით გამოვლინდება. როგორც გამგებელი გვწერს, 22 აგვისტოს,  წვიმის დროს, 2 სახლი ისევ დაიტბორა. გამარტივებული შესყიდვაც ამიტომ გვინდიოდა”, - აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, გია ამისულაშვილმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სესიაზე უკმაყოფილება გამოთქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა, ნიკა ნიჟარაძემ.

„მხარი არ დავუჭირეთ ამ საკითხის გამარტივებული წესით განხორციელებას, იმიტომ რომ კორუფციის ნიშნები ჩანს. ალბათ,დაინტერესებულია ვინმე, ვისაც არ უნდა ტენდერში მონაწილეობის მიღება და კონკურენტულ პირობებში ჩადგომა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ ამ საკითხს“, - განაცხადა ნიკა ნიჟარაძემ.

სოფელ კარდენახის დეპუტატის, სიმონ ქოჩორაშვილის თქმით, სტიქიის შემდეგ კახეთი ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაივიწყა, ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს თავისი ძალებით მოაგვაროს პრობლემა. თუმცა, მისი თქმით, საკითხის მოსაგვარებლად ადგილობრივ ხელისუფლებას ტენდერი უნდა გამოეცხადებინა.

სესიაზე გურჯაანის მუნიციპალიტიტის საკრებულომ ასევე განიხილა 2016 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში განსახორცილებელი პროექტების ნუსხა. სესიაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2016 წელს გურჯაანში  26 პროექტი დაფინანსდება.

2016 წელს განსახორციელებელი პროექტების ნუსხაში კარდენახში გზის რეაბილიტაციაა ჩასმული, სარეაბილიტაციოდ კი, 192 000 ლარია გამოყოფილი.

ახალი ამბები